რატომ შეასახლეს გიორგი მიქაძე მეექვსე ციხეში? - ადვოკატი ადმინისტრაციას "ქურდულ სამყაროსთან" თანამშრომლობაში ადანაშაულებს

05.11.25 15:12
რატომ შეასახლეს გიორგი მიქაძე მეექვსე ციხეში? - ადვოკატი ადმინისტრაციას "ქურდულ სამყაროსთან" თანამშრომლობაში ადანაშაულებს

რატომ არ რეაგირებს მეექვსე პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია ე.წ. შუმოკზე? - ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი მიქაძის ადვოკატი ვალერი გელბახიანი, მეექვსე ციხის ადმინისტრაციას "ქურდულ სამყაროსთან" თანაშრომლობაში ადანაშაულებს და განმარტებებს ითხოვს.

უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ ციხეში გიორგი მიქაძისთვის მოწყობილი ფსიქოლოგიური ტერორი ციხის დირექციასთან შეთანხმებით ხდება.

პრეტენზია ადვოკატს  პროკურატურასთანაც აქვს, ამტკიცებს რომ "კანონიერი ქურდის" ძმის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო უწყებას მიქაძეების წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულელები არ აქვს, ამიტომ მათ - დაუსაბუთებელ ახალ ბრალდებებს უყენებენ, საუბარია იარაღების მართლსაწინააღმდეგო გასაღებაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შემდეგ, პროკურატურა მიხვდა, რომ სრული ფიასკო განიცადა ძმები მიქაძეების ბრალდებსი ნაწილში. ის დაანონსებული ბრალი არ გამოდგა სწორი, ახლა ახლოვდება სასამართლო პროცესი, იციან, რომ არ აქვთ მტკიცებულებები და გამართლდება ეს ადამიანები, ვინც უკანონოდ იდევნებიან, ამიტომ მანიპულაციებს ეწევიან, რომ ციხიდან არ გამოსულიყო, ამიტომ სახლში მივიდნენ, ჩაუტარეს ჩხრეკა და ჩადეს იარაღი. რამდენიმე მცდელობა იყო მიქაძეების ოჯახთან მიმართებით - უკვე მესამე ჩხრეკაა ერთ თვეში. მცდელობაა, რომ რაღაც ჩადონ, უბრალოდ არ აძლევენ საშუალებას. რაღაცა ზღაპრებს ვისმენთ, რასაც პირდაპირი კავშირი აქვს იმასთან, რომ როგორმე ციხიდან არ გამოუშვან დაჭერილი პირი, მათ შორის გაქცეული. რაც ხდება ხომ მოისმინეთ ციხეში, პროკურატურამ გადაიყვანა, მე ხომ არ გადამიყვანია იქ... იმ ციხეში, სადაც სკანდალი უნდა მოეწყოთ და საფრთხის ქვეშ უნდა მომხდარიყო და აგერ ჩანაწერები ბატონი. მე ვხედავ აქ ჰარმონიას, რომ სასჯელაღასრულების დეპარტამენტი, საგამოძიებო ორგანო, "ქურდული სამყარო" ერთ საქმეს ეწევიან. ის ფაქტი, რომ ვიღაცა 5 წლის წინანდელ რაღაცა იარაღზე საუბრობს, რომ თურმე ისე გაუჭირდათ ძმებ მიქაძეებს, საწყლებს თურმე ფული არ ჰქონდათ და 200 დოლარად გაყიდეს, ხომ სასაცილოა? არ უნდა იკადრო გამოძიებამ ასეთი რამე. ეს საქმე უფრო ღმა და მასშტაბურია, ტრანსნაციონალურ დანაშაულთან გვაქვს საქმე, ვიდრე ჩვეულებრივ მკვლელობასთან, მე ასე ვფიქრობ. ეს უკავშირდება ძალიან დიდი კონტრაბანდას", - აცხადებს ვალერი გელბახიანი. 

ფარული ჩანაწერებით, რომელიც  შსს-მ გაასაჯროვა, ისმის, როგორ იგეგმებოდა ლევან ჯანგველაძის მკველობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების - გიორგი და დავით მიქაძეების, ასევე, გიორგი ჯოხაძის და მათი გარემოცვის ტერორი. ერთ-ერთი, ვინც ჩანაწერის მიხედვით ბრძანებას გასცემს ე.წ. კანონიერი ქურდი კაკო ტუღუშია.

  • ასევე შსს-ს დღევანდელი ბრიფინგიდან გაირკვა, რომ დაკავებულია ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული დავით მიქაძის დაცვის უფროსი დავით ჩუბინიძე. თავად მიქაძეს კი ახალი ბრალდება წარედგინება.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, დავით მიქაძე და დავით ჩუბინიძე წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად დაეუფლნენ ვახტანგ კობიაშვილის სახელზე რეგისტრირებულ 5 ცალ ცეცხლსასროლ იარაღს, საიდანაც ერთ-ერთი მესამე პირზე მართლსაწინააღმდეგოდ გაასაღეს.