ცნობა, რომ მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს, არქიმანდრიტმა ილიამ "ტვ პირველის" ეთერით გაიგო

05.11.25 16:05
ცნობა, რომ მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს, არქიმანდრიტმა ილიამ "ტვ პირველის" ეთერით გაიგო

ცნობა, რომ ღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს, არქიმანდრიტმა ილია თოლორაიამ "ტვ პირველის" ეთერიდან გაიგო, როდესაც "დღის ამბებს" იტერვიუს აძლევდა. 

სასულიერო პირმა თქვა, რომ სიმართლეს ხედავს ღმერთი და საზოგადოება და ამიტომ, ღვთის მსახურებას ჯვრის გარეშეც განაგრძობს. 

ახლა პირველად მოვისმინე თქვენგან. გადაწყვიტეს - გადაწყვიტეს, მაგრამ თვითონ რამდენად არიან ქრისტეს წინაშე მართლები, რომ ასეთი მატყუარები არიან, ამას ღმერთი ხედავს, ისტორია ხედავს, საქართველო ხედავს. მე ეკლესიაში მღვდლობის გამო არ მოვსულვარ, მე მოვედი, რომ ქრისტესთვის მემსახურა, სიმართლისთვის მემსახურა და დღესაც გავაგრძელებ ქრისტეს მსახურებას. მე ღმერთს ვემსახურებოდი ჯვრით და ღმერთის მსახურებას გავაგრძელებ ჯვრის გარეშეც,- თქვა მამა ილია თოლორაიამ.  

არქიმანდრიტ ილია თოლორაიას მღვდელმოქმედების უფლება აუკრძალეს - ბრძანებას ილია მეორეს ხელმოწერა აქვს და 5 ნოემბრით თარიღდება. 

ბრძანების თანახმად, აკრძალვა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე სასულიერო პირი "არ გამოავლენს გულწრფელ სინანულს".