არსებული ინფორმაციით, ლეილა ცომაია პოლიციამ ისევ დააკავა

05.11.25 23:41
არსებული ინფორმაციით, ლეილა ცომაია პოლიციამ ისევ დააკავა

არსებული ინფორმაციით, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წევრი, ლეილა ცომაია პოლიციამ ისევ დააკავა. 

ის, სავარაუდოდ, გზის გადაკეტვის ბრალდებით აიყვანეს. 

ლეილა ცომაია, მანამდე, 3 ნოემბერს დააკავეს, შემდეგ ხელწერილით გაათავისუფლეს და სასამართლოში პროცესი 6 ნოემბერს ჩაუნიშნეს. 

ჟურნალისტი და ადამიანის უფლებათა დამცველი მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას გვერდით იბრძოდა. ლეილა ცომაია 80-იან წლებში უკანონო დაკავებულების გასათავისუფლებლად ხელწერილებს აგროვებდა.