5000 ლარიანი ჯარიმის გადახდის საშუალება არ მაქვს, პენსიასაც ნახევარს ვიღებ, რადგან წამლებისთვის გამოვიტანე - იოსებ ხეოშვილი
72 წლის იოსებ ხეოშვილი ამბობს, რომ 5000 ლარიანი ჯარიმის გადახდის საშუალება არ აქვს. აქტივისტის თქმით, მისი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა, რომელიც ნახევარი მედიკამენტებისთვის და სამკურნალოდ გამოიტანა.
ამას გარდა პენსიონერი სოცილაურად დაუცველიცაა.
5000 ლარიანი ჯარიმები საჩუქარივით გამოაქვთ და ისეთი ღიმილით, თითქოს გჩუქნიან. ამითი ხალხის შეშინება უნდათ. ალბათ შემდეგ, გადაუხდელობის შემთხვევაში პატიმრობას გამოიტანენ, იმიტომ, რომ 5000 ლარის გადამხდელი ვინ არის ამ გაჭირვებულ ხალხში. ამათ მათ მაღალჩინოსნებში არ შევეშალოთ მილიონებით რომ დადიან პროკურატურაში. არანაირად არ მაქვს მე ამის შესაძლებლობა, ვარ პენსიონერი, ნახევარ პენიას ვიღებ, რადგან წინასწრა მაქვს გამოტანილი ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე მედიკამენტებისა და გარკვეული მკურნალობისთვის. ასევე ვარ სოციალურად დაუცველი. მე ვაგრძელებ ბრძოლას. მაგათ წისქვილზე არ უნდა დავასხათ წყალი და სახლში არ უნდა დავსდეთ. ასე არის შენიღბული დიქტატურა, რომელსაც ყველა კარგად ხედავს ", - ამბობს ხეოშვილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 72 წლის იოსებ ხეოშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე თორნიკს ქოჩქიანის გადაწყვეტილებით, პენიონერს 5 000 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მას ამჯერად ორ ეპიზოდს ედავებოდა - 24 და 25 ოქტომბერს გზის გადაკეტვას.