დამკვირვებლები: როშან ისკანდეროვის გათავისუფლება შერჩევითი სამართლის მკაფიო მაგალითია
ადამიანები, რომლებიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდნენ, ამბობენ, რომ როვშან ისკანდაროვის გათავისუფლება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოში შერჩევითი სამართლის არსებობას. მათი თქმით, არჩევნების გაყალბების ბრალდებით დაპატიმრებული ივანიშვილის პარტიის წარმომადგენელი ციხიდან ერთი წლის შემდეგ გამოვიდა და მისი გათავისუფლება პომპეზურად აღინიშნა, რაც სისტემური მფარველობის ნიშნად მიიჩნევა.
როდესაც მე ამ არჩევნებს ვაკვირდებოდი, მთელი სისტემა, მათ შორის ადგილობრივი სასულიერო პირები და სხვა მოქმედი პირები, მთლიანად იყვნენ ამ პროეცსში ჩართული. მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მისცეს ეს ადამიანი პასუხისგებაში, რომ ურალოდ, ვეღარ თქვეს უარი, რომ რაღაც ნაბიჯები არ გადაედგათ, იმიტომ, რომ ძალიან აშკარა იყო, თუმცა, იმ გარანტიებით, რომ იქ კარგ პირობებში იქნებოდა და რომ გათავისუფლდებოდა, აგერ, მშვენიერი ბანკეტი გადაუხადეს და დარწმუნებული ვარ, შეპირებული არიან, რომ შემდგომში პოლიტიკურ საქმიანობაშიც ჩააბამენ. ეს არის აგრეთვე მესიჯი სხვებისთვის, რომ იცი, რა, ჩვენ თუ გვემსახურებით, თუ ჩაიდენთ დანაშაულებს, ჩვენც მოგხედავთ, - ამბობს "პრევენცია პროგრესისთვის" გამგეობის თავმჯდომარე ტატო ქელბაქიანი.
კიდევ ერთი დამკვირვებელი, პიანისტი ნინო ლეჟავა ამბობს, რომ საქმე აჩვენებს ხელისუფლების დამოკიდებულებას საკუთარი მხარდამჭერებისადმი - როცა დანაშაული ჩადენილია პოლიტიკური ინტერესების სასარგებლოდ, პასუხისმგებლობა დროებითია, ხოლო სხვების მიმართ სისტემა მკაცრი და დაუნდობელია.
როვშან ისკანდაროვის ქეისი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ საქართველოში შერჩევით სამართალს აქვს ადგილი. ჩვენ ვხედავთ, რომ მაგალითად, მზია ამაღლობელი წლობით ზის ციხეში აუტანელ პირობებში, იმიტომ, რომ ხელი მოუთათუნა ლოყაზე დგებუაძეს. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ახალგაზრდების და არა მარტო, საუკეთესო ნაწილი, სხედან სრულიად აბსურდული, გამოგონილი ბრალდებებით ციხეში წლობით.
მას დაუფასდა ჯერჯერობით დუმილი, იმიტომ, რომ ერთ წელიწადში გამოვიდა ციხიდან, მაგრამ არავინ იცის დაუფასდება თუ არა შემდგომ, - ამბობს ნინო ჟვანია.
არჩევნების გაყალბების ბრალდებით დაკავებული "ქართული ოცნების" წევრი როშან ისკანდეროვი ციხიდან გამოუშვეს.
"შაბათის ეთერის"ინფორმაციით, კაცმა, რომელმაც ერთი წლის წინ, სადახლოს საარჩევნო ყუთში ბღუჯა ბიულეტინი ჩაყარა, გათავისუფლება 500-კაციანი სუფრით აღნიშნა.
მისი გათავისუფლების წვეულებაზე საპატიო სტუმართა შორის იყო მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი, მეუფე გიორგი ჯამდელიანი. სუფრაზე იმყოფებოდა მუსლიმთა სამმართველოს შეიხი.