“გაასაჯაროოს არაბმა ინვესტორმა ხელშეკრულების დეტალები“ - Eagle Hills-მა აქტივისტების ერთობლივი წერილი არ ჩაიბარა

10.11.25 17:22
“გაასაჯაროოს არაბმა ინვესტორმა ხელშეკრულების დეტალები“ - Eagle Hills-მა აქტივისტების ერთობლივი წერილი არ ჩაიბარა

არაბულმა კომპანიამ Eagle Hills-მა საქართველოს მოქალაქეების ერთობლივი წერილი არ ჩაიბარა. რუსთაველის გამზირზე მდებარე ოფისში მისული აქტივისტები უკან გააბრუნეს. ისინი ითხოვენ გაასაჯაროვოს არაბმა ინვესტორმა სახელმწიფოსთან გაფორმებული ხელშეკრულება.

მოქალაქეებს აინტერსებთ, რა პირობით გაასხვისდა მიწა და რა გარანტია აქვს ქვეყანას, რომ  სახელმწიფო არ დაკარგავს ტერიტორიას.

ამასთან, ითხოვენ, არ გადაიდგას არცერთი ნაბიჯი, მათ შორის მოსამზადებელი სამუშაოები, სანამ საზოგადოებაში არ იქნება მსჯელობა და კონსესუსი არაბული კომპანიის ქვეყანაში შემოსვლის შესახებ.

ვაფრთხილებთ ახალ ინვესტორს, რომ ის გარიგებაში შედის არა საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენელთან, არამედ ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც არის არაფორმალური მმართველი და მის გუნდთან, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება. არა ზოგადად, არამედ კონკრეტულად ამ პროექტებთან მიმართებაში, ამ პროექტს არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნია, უბრალოდ წერილიც კი ვერ ჩაიბარეს. ამ კომპანიას უკვე, სამწუხაროდ, ასეთ ელემენტარულ ამბავზე ეტყობა, როგორი დამოკიდებულება აქვს, ქართველი ხალხის მიმართ. თავად კომპანია საკმაოდ სკანდალურია, ბალკანეთში რამდენიმე პროექტი განახორციელა, რამდენიმე კი ვერ, რამაც მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. ხელშეკრულება არის აბსოლუტურად დახურული და საიდუმლო. კანონმდებლობა გვეუბნება, რომ მხოლოდ მაშინ შეიძლება დაიხუროს და გასაიდუმლოვდეს ასეთი ტიპის ხელშეკრულება, როდესაც საქმე ეხება ინვესტორის კონკურენტუნარიანობის შელახვას, - აცხადებს “ქართული რესპუბლიკის“ დამფუძნებელი, გიორგი თავართქილაძე.

ამავე თემაზე:

მსგავსი სიახლეები