"არის რუსული საფრთხე" - ბესიკ დონაძე არაბულ ინვესტიციაზე

11.11.25 00:06
"არის რუსული საფრთხე" - ბესიკ დონაძე არაბულ ინვესტიციაზე

კორუფციის მკვლევარი, ბესიკ დონაძე საქართველოში არაბულ ინვესტიციაზე საუბრობს და აცხადებს, რომ არსებობს რუსული საფრთხე.

მისი თქმით, რუსები ევროპაში ვეღარ ყიდულობენ ვერაფერს, შესაბამისად მათთვის "საქართველოში აღნიშნული ინვესტიცია იდეალურია". 

როდის შეიქმნა კომპანია Eagle Hills-ი საქართველოში - ეს არის 28 აპრილი, 2025 წლის და ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი არის შპს "ჯაუნა ინვესტმენტი", ეს არის გაერთიანებულ საემიროში დაფუძნებული კომპანია. ამით დაიწყო Eagle Hills-ის შემოსვლა საქართველოში. ამის შემდეგ, სექტემბრის თვეში "ჯაუნა ინვესტმენტი" ამ კომპანიაში მის 100%-იან წილს ყიდის 100 ლარად და ყიდულობს კომპანია Eagle Hills development holding limited-ი, ესეც არის გაერთიანებულ საემიროებში. 

ახლა რატომ აქვს ამას მნიშვნელობა - ერთი კომპანია, რომელმაც 100 ლარად გაყიდა წილი 6-მილიარდიანი ინვესტიციები, რომ უნდა განახორციელონ, ჯერ-ჯერობით 100 ლარი არის კაპიტალი, რითიც დაფუძნდა. ეს გადაფორმება მოხდა სექტემბერში. 22 ოქტომბერს გამოსცა განკარგულება კობახიძემ და ჩაწერა, რომ Eagle Hills development-ი და "ჯაუნა ინვესტმენტი" Eagle Hills საქართველოში განახორციელებენ 6-მილიარდიან ინვესტიციას, ოღონდ ამ განკარგულებაში ნახსენები "ჯაუნა ინვესტმენტი", 2025 წლის ახალ ამონაწერში აღარ ფიგურირებს...

რა შეიძლება იყოს [კომერციული] საიდუმლოება... რისკებ ემატება ის, რომ "ქართული ოცნება" არის ხელშეკრულების დამდები, "ოცნების" ბუნებიდან, ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობიდან, ზოგადად "ქართული ოცნება" რაც ხელისუფლებაშია, ჩვენ კარგად ვიცით მათი რეპუტაცია, ყოველ დღე ამტკიცებენ იმას, რომ კორუფციაა ქვეყანაში და ჩაფლულია ყველა სახელმწიფო უწყება და ყველა თანამდებობის პირი ფაქტობრივად...

[ინვესტიციის] 33%-ში შედის სახელმწიფო, ამ 33%-იან წილში ვალდებულებები რა გვაქვს, როდესაც Eagle Hills development-ი გეგმავდა საქართველოში შემოსვლას, საქართველოს ბაზარი ხომ შეისწავლა, როგორი ეკონომიკური მდგომარეობა არის საქართველოში, რაღაცას რომ ააშენებ, ხომ უნდა გაყიდო, ვისზე უნდა იყოს გათვლა... შესაძლებელია [არაბებისთვის აკეთებენ კურორტს]. ასევე, უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ, აქ არის მეორე საფრთხე, ეს არის რუსული საფრთხე, გამოდინარე იქიდან, რომ რუსები ევროპაში ვეღარ ყიდულობენ ვერაფერს, შესაბამისად აქ მათთვის არის იდეალური ეს ინვესტიცია... ჯერ არ დაწყებულს ყიდიან, ძალიან აქტიურად არიან რუსები ამაში ჩართული და შეიძლება აქედან ვიფიქროთ, რომ ძირითადი მყიდველი იქნება რუსეთის მოქალაქე," - ამბობს ბესიკ დონაძე. 

კორუფციის მკვლევარი აღნიშნავს, რომ შესაძლოა ხელშეკრულებაში საგადასახადო შეღავათებიც იყოს ჩადებული, ან სახელმწიფო ბიუროკრატიული დოკუმენტაციის სწრაფ ტემპში გაცემის მუხლი.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" პირობებში შეუძლებელია რეალური პასუხების მიღება. 

გარდა ამისა, საიდუმლო შეიძლება იყოს, საგადასახადო შეღავათები შეიძლება გაუკეთონ. საგადასახადო შეღავათს თუ უკეთებ საქართველოს მოქალაქეებს, ხომ აკდლებათ ის ფული ბიუჯეტიდან...

ხელშეკრულებაში შესაძლებელია იყოს ასეთი მუხლი ჩადებული, ყველა სახელმწიფო ბიუროკრატიული დოკუმენტაციის უსწრაფეს ტემპში გაცემა...

ასევე მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ერთი რამ 6 მილიარდი რა პერიოდში იქნება საქართველოში დახარჯული. პლუს ამას ეს კომპანიები მათ საკუთარ ფულს, 6 მილიარდ დებენ, თუ ესენი არიან კომპანიები, რომლებმაც უნდა მოიძიონ სხვა ინვესტიციები, საბანკო სესხები და ჩვენ თუ 33%-ში ვართ შესული, ჩვენ რა პასუხისმგებლობა გვეკისრება იმ საბანკო სესხებთან დაკავშირებით იმიტომ, რომ არ შეიძლება იყო 33%-იან წილში და მხოლოდ მოგების წილში იყო. 

"ქართული ოცნების" პირობებში ჩვენ არანაირი შანსი არ გვაქვს [პასუხების მიღების]," - ამბობს ბესიკ დონაძე. 

მსგავსი სიახლეები