შვილი: "ოცნება" ცდილობს, ვერ ილაპარაკოს პაატა ბურჭულაძემ რა მოხდა 4 ოქტომბერს

11.11.25 14:15
შვილი: "ოცნება" ცდილობს, ვერ ილაპარაკოს პაატა ბურჭულაძემ რა მოხდა 4 ოქტომბერს

დაკავებული მსოფლიო ბანის შვილი, ალექსანდრე ბურჭულაძე ამბობს, რომ პაატა ბურჭულაძე და 4 ოქტომბრის ორგანიზების საქმეზე დაკავებული სხვა პირები სრულ იზოლაციაში არიან. 

მისი თქმით, გაუგებარია რატომ არის აკრძალული მათთვის თუნდაც წერილების გამოგზავნა საპატიმროდან. ლექსო ბურჭულაძე აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" ყველანაირად ცდილობს, მათ არ ილაპარაკონ. 

პაატა ბურჭულაძის შვილის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის გარდა კიდევ იყო რამდენიმე პოლიტიკოსი, რომლებმაც 4 ოქტომბრის შემდეგ მათი "გაშავება დაიწყეს". 

გაუგებარია, რატომ არის აკრძალული თუნდაც შვილიშვილებთან შეხვედრა, თუნდაც მოკითხვის წერილის გაგზავნა. აბსოლუტურად ყველანაირ იზოლაციაშია, არანაირი კომუნიკაცია არ გაგვაჩნია და არ გვაქვს ოჯახის წევრებს საშუალება, რომ თუნდაც მართლა წერილი მივიწეროთ და მეორე ის, რომ როდესაც აუკრძალეს ეს ყველანაირი კომუნიკაცია მანდ, რასაკვირველია, კითხვა ჩნდება, ვის აწყობდა ეს ყველაფერი, როდესაც 4 ოქტომბრის შემდგომი პერიოდი არის, ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ არ ილაპარაკონ 4 ოქტომბერზე. 

თუ მართალია ხელისუფლება, მაშინ რატომ არ აძლევენ საუბრის საშუალებას. მისცენ, ისაუბრონ და გავიგოთ რეალურად რა მოხდა. ხელისუფლებას აწყობს, რომ არ ისაუბრონ ორგანიზატორებმა და ისაუბრონ მხოლოდ თვითონ და ისაუბრონ მხოლოდ ის რაც თვითონ აწყობთ. თუნდაც ამხილონ კონკრეტული ადამიანები. 

ფაქტია, რომ რაღაც ვერ წავიდა ისე 4 ოქტომბერს, თუნდაც ის გადაჭრილი ღობე, რომელიც როგორ შეიძლება დაიჯერ, რომ ის არ იყო გადაჭრილი. იცით რა არის, ეს არა მხოლოდ ზურაბიშვილის, სამწუხაროდ იყო რამდენიმე პოლიტიკოსი, რომლებიც 4 ოქტომბრის შემდეგ გამოვიდნენ და გაშავება დაიწყეს და ეს ჩემი გადმოსახედიდან, რაღაც პოლიტიკური დივიდენდების დაწერას უფრო გავს, ვიდრე რაღაცა... როგორ შეიძლება ხალხის, რომლებსაც აკრძალული აქვთ საუბარი, გამოხვიდე და გაშავება დაიწყო, ჯერ მოდი დაელოდე, მოუსმინე რა იყო, მაგრამ არა, ეს გავს პირდაპირ რაღაც პოლიტიკური დივიდენდების დაწერას," - თქვა ლექსო ბურჭულაძემ. 

იხილეთ ასევე: 

 

მსგავსი სიახლეები