რა მოხდა 4 ოქტომბერს - პაატა ბურჭულაძე კითხვებზე პასუხის გაცემას აანონსებს
რა მოხდა 4 ოქტომბერს - დაკავებული მსოფლიო ბანი პირველივე შესაძლებლობისთანავე კითხვებზე პასუხის გაცემას აანონსებს. ამის შესახებ მისი ადვოკატის, შოთა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ წერილში ვკითხულობთ.
- პაატა ბურჭულაძეს 8 დეკემბრამდე აკრძალული აქვს საპატიმროდან წერილის გამოგზავნა.
შოთა თუთბერიძე გმობს ყველანაირ მცდელობას, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდეს ციხეში მჯდომი ადამიანების მიმართ და ადამიანებს, რომლებსაც "ქართულ ოცნებასთან" ბრძოლისთვის რეალური ფასი არ გადაუხდიათ, მოუწოდებს, თავი შეიკავო ასეთი განცხადებებისგან.
უფლებადამცველის თქმით, პაატა ბურჭულაძეს მიაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც ის 4 ოქტომბერს რუსულ სპეცოპერაციას უწოდებს, სამარცხვინო შინაარსს ატარებს და ყველას დამატებითი სიფრთხილის გამოჩენას ურჩევს.
უნდა ითქვას ის, რომ არა მარტო ბატონი პაატასთვის, არამედ ყველასთვის, ვინც უყურებდა ქალბატონი სალომეს გამოსვლას, რომელიც ცოტა ბუნდოვნად აფასებს თითქოს და ისე, რომ საკუთარ აზრს ბოლომდე არ აფიქსირებს, 4 ოქტომბრის მოვლენებს, გაუგებარი დარჩა პრინციპში ძირითადი სათქმელი, შინაარსი, რომლის გამოთქმისგანაც ქალბატონი სალომე თავს იკავებდა. განსაკუთრებით იმ ნაწილში, სადაც საუბარი ეხებოდა რუსულ სპეცოპერაციას, სადაც ასევე, ქალბატონმა სალომემ, მე ვფიქრობ, შეგნებულად დატოვა გარკვეული კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, რა იყო რუსული კონკრეტულად ამ ღამის მოვლენებში და რას გულისხმობდა ის ამ რუსულ სპეცოპერაციაში.
ბუნებრივია, იმაზე საუბარი და ის ფაქტი, რომ "ქართული ოცნება" რუსული ხელისუფლებაა და ყველა მათი ნაბიჯი არა მხოლოდ დღეს და არა მხოლოდ გუშინ, არამედ დაწყებული 2012 წლიდან, 2016 წლიდან, 2018 წლიდან, ის რომ ისინი რუსულ სპეცოპერაციას ატარებენ ცხადია, რომ ფაქტია, თუმცა ჩვენ ვგმობთ ყველანაირ მცდელობას, რომ გარკვეული კითხვის ნიშნები გაჩნდეს ციხეში მჯდომი ადამიანების მიმართ, რომლებსაც საკუთარი კვარი აქვთ სატარებელი ძალიან მძიმე სასჯელის სახით, ემუქრებათ მრავალწლიანი პატიმრობა და ამ დროს, თავისუფალმა ადამიანებმა, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნაც კი არ არის დაწყებული, რომელსაც არავითარი რეალური ფასი არ აქვს გადახდილი ოპოზიციაში ყოფნისთვის და "ქართულ ოცნებასთან" ბრძოლისთვის, ბუნებრივია, ჩემი აზრით, უფრო ეთიკური იქნება, რომ თავი შეიკავოს ასეთი განცხადების გაკეთებისგან.
ამავე აზრზე არის ბატონი პაატა. მიაჩნია, რომ განცხადება ატარებს სამარცხვინო შინაარს. მოუწოდებს იგი ყველას დამატებითი სიფრთხილის გამოჩენისკენ," - ამბობს შოთა თუთბერიძე.
იხილეთ ასევე: