ომარ ოკრიბელაშვილი თავისუფალია - "ჯებირების საქმეზე" დაკავებულმა ციხე დატოვა

14.11.25 11:31
ომარ ოკრიბელაშვილი თავისუფალია - "ჯებირების საქმეზე" დაკავებულმა ციხე დატოვა

 

 

ომარ ოკრიბელაშვილი თავისუფალია - "ჯებირების საქმეზე" დაკავებულმა რუსთავის ციხე დატოვა.

მან პირველი კომენტარი "პირველებთან" გააკეთა. სამოქალაქო აქტივისტმა თქვა, რომ გახარებულია და ყველა სინდისის პატიმარს იგივეს, თავსიუფლებაზე ყოფნას უსურვებს. 

ყველამ უყურეთ "ტვ პირველს". ტვ პირველი ამბობს სიმართლეს. მიხარია რომ გამოვედი, ყოველდღე 4 კედელს ვუყურებდი და რა თქმა უნდა ეს რთულია. 

ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრალია. მას ფულის ჩაჯიბვა უნდა მარტო და ხალხის დაპატიმრება. მე ყველას ვუსურვებს, რომ ციხე დატოვონ. მე მათ გვერდში დავუდგები და ყველას დავხვდები. არასამართლიანია ადამიანების დაკავება იმის გამო, რომ ისინი უბრალოდ აქციაზე დგანან", - თქვა ოკრიბელაშვილმა. 

ომარ ოკრიბელაშვილს რუსული კანონის  საპროტესტო აქციების დროს 400 ლარიანი რკინის ჯებირების დაზიანებას ედავებოდნენ. რამდენიმე წუთის წინ ციხე დატოვა მასთან ერთად დაკავებულმა საბა მეფარიშვილმაც. 

ოკრიბელაშვილს და მეფარიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები