"ჯებირების საქმე" - საბა მეფარიშვილმა ლაითურის ციხე დატოვა

14.11.25 10:55
"ჯებირების საქმე" - საბა მეფარიშვილმა ლაითურის ციხე დატოვა

 

 

"ჯებირების საქმე" - მარტის აქციების დროს დაკავებულმა საბა მეფარიშვილმა ლაითურის ციხე დატოვა.

აქციაზე ისევ გავალ - ეს იყო სამოქალაქო აქტივისტის პირველი სათქმელი გათავისუფლებსი შემდეგ.

მეფარიშვილი ამბობს, რომ საპროცესოოს ხელი იმიტომ მოაქერა, რომ ციხიდან მასთან ერთად დაკავებული ომარ ოკრიბელაშვილი გათავისუფლებულიყო.

ყველანაირად უნდა ვეცადოთ ყველამ, რომ შევცვალოთ მთავრობის დამოკიდებულება, დარწმუნებული ავრ არ შეიცვლება, ამიტომ ან უნდა წავიდნენ ან ჩვენით უნდა ვაიძულოთ წასვლა. აქციაზე რა თქმა უნდა ისევ გავალ. საპროცესოზე იმიტომ წავედი, რომ იყო ლაპარაკი, ჩემთან ერთად ვინც დააკავეს, მისი დაკავება ჩემი ბრალი იყო, ამიტომ მოვაწერო საპროცესოს ხელი, რომ თვითონ გასულიყო გარეთ (ომარ ოკრიბელაშვილი). არ ვაწერდი ხელს, რადგან ისეთი არაფერი ჩამიდენია და ასაღიარებელიც არაფერი მქონდა" "- განაცხადა მეფარიშვილმა. 

რუსული კანონის  საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ მეფარიშვილს 400 ლარიაანი რკინის ჯებირების დაზიანებას ედავებოდნენ. 

მასთან ერთად დააკავეს ომარ ოკრიბელაშვილიც - მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები