მშენებარე ეკლესიას ბულდოზერებით გადაუარეს - რა მოხდა აფრიკის დასახლებაში
აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესია დაანგრიეს - ადგილობრივების თქმით, ტაძარს, რომელსაც მოსახლეობა 14 წელი აშენებდა, ბულდოზერებით მიადგნენ და ნანგრევებად აქციეს.
როგორც მამა ანტონ ჩანქსელიანი "პირველებს" ეუბნება, ეკლესიის ასაშენებლად კურთხევა ჰქონდათ და ამის შესახებ შესაბამისმა კომისიამ მერიას წერილობითაც აცნობა.
კურთხევა გვქონდა პატრიარქისგან - კომისია იყო, მამა დავითი იყო კომისიის თავმჯდომარე და დამტკიცდა, რომ აშენდეს ამა და ამ ტერიტორიაზე ეკლესია. მერე აქიდან იყო მიწერილი წერილი მერიაში. ჯვარი იდგა ამ ეკლესიასთან", - ამბობს მამა ანტონ ჩანქსელიანი.
ხალხი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უხსნიდა მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებს და ადგილზე ჯვარიც იყო აღმართული, მშენებარე ეკლესია მერიის წარმომადგენლება მაინც დაანგირეს.
მოვიდნენ გუშინ სულ დაანგრიეს ყველაფერი. ვუთხარით, თან ჯვარი იდგა ზედ და არ იცოდნენ? ამასაც საკადასტრო კოდი უნდაო. ტრაქტორებმა დაანგრიეს, ქვეყანა ხალხი ვიდექით გუშინ აქ...", - ამბობენ ადგილობრივები.
ხალხი ამბობს, რომ მერიის თანამშრომლებმა აფრიკის დასახლებაში მათ ფიცრულებიც დაუნგრია და ოჯახებსი ნაწილი ახლა ღია ცის ქვეშ არის დარჩენილი.