გიორგი სიორიძე: ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმარია
"ლელო-ძლიერი საქართველო" მოსამართლეთა პლენუმის კითხვების პირისპირ - საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე სხდომაზე მოსამართლეთა პლენუმა ტრიბუნასთან მდგარ გიორგი სიორიძეს ჰკითხა, არის თუ არა ტერორიზმში მსჯავრდებული ალეკო ელისაშვილი პოლიტპატიმარი.
"ლელო-ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელმა სხდომაზე თქვა, რომ ელისაშვილი პოლიტპატიმარია და მიზეზად დაასახელა ის კვალიფიკაცია (ტერორიზმი), რომელიც პოლიტიკოსს ბრალად აქვს შერაცხული.
გიორგი სიორიძე: დღეის მდგომარეობით მას მისჯილი აქვს ტერორიზმი, წარმოუდგენელი კვალიფიკაცია.
მოსამართლე რევაზ ნადარაია: კვალიფიკაციას რომ არ ეთანხმებით ეს სხვაა.
გიორგი სიორიძე: კვალიფიკაციის არ დათანხმება არის სწორედკრიტერიუმი პოლიტპატიმრად შეფასების.
მოსამართლე რევაზ ნადარაია: ანუ მიგაჩნია, რომ პოლიტპატიმარია?
გიორგი სიორიძე: დიახ.
მოსამართლე ევა გოცირიძე: ბატონო გიორგი, უდანაშაულობის პრეზუმბცია არსებობს მაგრამ, პოლიტპატიმრობის პრეზუმბციაც არსებობს? ანუ პიროვნება ითვლება პოლიტპატიმრად, სანამ საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, ეს დებულება მივიღოთ?