ექიმების პასუხი შალვა პაპუაშვილს: თუ დაგვიბარებენ, მივალთ და პასუხს გავცემთ ჩვენს მიერ დაწერილ დასკვნებზე

14.11.25 18:23
ექიმების პასუხი შალვა პაპუაშვილს: თუ დაგვიბარებენ, მივალთ და პასუხს გავცემთ ჩვენს მიერ დაწერილ დასკვნებზე

ექიმების პასუხი შალვა პაპუაშვილს - ხალხი, ვინც მიხეილ სააკაშვილს მკურნალობდა და მისი ჯანმრთელობის შესახებ ყველაფერი იცის, ამბობს, რომ ყველა დასკვნა კვალიფიციური სპეციალისტების მიერ არის მომზადებული და დოკუმენტების სიზუსტე სასამართლომაც კი დაადგინა.  

მედიკოსები მზად ყოფნას გამოთქვამენ, დაბარების შემთხვევაში მივიდნენ და ყველა იმ კითხვაზე გასცენ პასუხი, რაც ეჭვს იწვევს.

მათი თქმით, სამედიცინო კუთხით ეჭვის საფუძველი არ არსებობს და მხოლოდ პოლიტიკურად შეიძლება დასკვნებში ეჭვის შეტანა.

თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ საფუძველი არ არსებობს, სამედიცინო კუთხით, ისე რაც შეეხება პოლიტიკას, შესაძლებელია ეჭვქვეშ დააყენო დასკვნების სისწორე. ვინ დაადგინა, რომ ეს დასკვნები ყალბია. საჭიროა მაღალკვალიფიციური კომისიის შედგენა, რომელმაც ეს ყველაფერი თავიდან უნდა შეისწავლოს. დაახლოებით 2 ათასი გვერდი იქნება. გარდა ამისა, დასკვნების სიმართლე დაადასტურა სასამართლომ, ის კი გამოიყურება ყოჩაღად, მაგრამ არ ნიშნავს, რომ მას დაავადება არ აქვს, - განაცხადა ნევროლოგმა ოთარ თოიძემ.

თუ დაგვიბარებენ, მივალთ და პასუხს გავცემთ ჩვენს მიერ დაწერილ დასკვნებზე. ძირითადი წამყვანი დიაგნოზი კახექსია იყო და არა დემენცია, დემენცია იყო უფრო სამუშაო დიაგნოზად. ეს იყო კლინიკური დიაგნოზი, თუმცა დასკვნითში არ დადასტურდა, ამაში დავეთანხმები ექიმებს, რომლებიც ამას იტყვიან, ოღონდ ექიმებს და არა პოლიტიკოსებს. ექიმები ვივა მედის და გორის კლინიკის ითვალისწინებდნენ ჩვენ შეხედულებებსაც, თუმცა, თავიანთიც ჰქონდათ, მაგრამ დიდად განსხვავებული არ ყოფილა - ამბობს თენგიზ წულაძე.

მდგომარეობა უარესდებოდა და უარესდებოდა, ამის დადასტურება იყო ისიც, რომ ჯერ გადაიყვანეს გორის სასტუმროში, შემდეგ კი ვივა მედში, ყველა დასკვნაზე ხელი მაქვს მოწერილი და ყველა დასკვნაზე ვარ პასუხისმგებელი, - განაცხადა გიორგი გრიგოლიამ.

  • ივანიშვილის გუნდი ეჭვის ქვეშ აყენებს იმ დიაგნოზებს და სახალხო დამცველის აპარატის იმ რეკომენდაციებს, რომლის საფუძველზეც, მესამე პრეზიდენტი ციხიდან ვივა მედში გაიდაყვანეს.
  • შალვა პაპუაშვილი აპირებს დათვალონ, რა დაჯდა სააკაშვილის ვივა მედში მკურნალობა და შეისწავლონ, იმ სამედიცინო დასკვნების სისწორე, რომელიც სააკაშვილის შესახებ მომზადდა.

ახლა საინტერესოაა დაიბარებენ თუ არა იმ მედიკოსებს გამოკითხავაზე, ვინც საახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის შემადგენლობაში იყვნენ. 

მსგავსი სიახლეები