აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესია დაანგრიეს - კალაძის უწყება თავის მართლების რეჟიმშია

14.11.25 20:26
აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესია დაანგრიეს - კალაძის უწყება თავის მართლების რეჟიმშია

აფრიკის დასახლებაში, სადაც ადამიანები საკუთარი ძალებით აშენებდნენ სამლოცველოს, მუნიციპალურმა ინსპექციამ აშენებული ნაგებობა რამდენიმე საათში დაანგრია. ადგილზე მისულ მოქალაქეებს შემზარავი სურათი დახვდათ - ნახევრად აშენებული ტაძარი მიწასთან იყო გასწორებული.

ადგილობრივები მომხდარით შოკირებულნი არიან და ამბობენ, რომ მშენებლობაზე ჰქონდათ კურთხევაც, თუმცა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა მათ არგუმენტებს ყურადღება არ მიაქციეს.

ტაძრის მშენებლობას ხელმძღვანელობდა მამა ანტონ ჩანქსელიანი, რომელსაც, მისი თქმით, პატრიარქის კურთხევაც ჰქონდა. მერიაში არაერთი წერილი ჰქონდა გაგზავნილი მიწის გამოყოფის თხოვნით. მშენებლობის დაწყების შემდეგ ტერიტორიაზე ჯვარიც აღმართეს.

გელათის საკათედრო ტაძრის მღვდელმონაზონი ანტონი ჩანქსელიანი ამბობს, რომ სამლოცველოს ნახევარი უკვე აშენებული იყო და გადახურვის დასრულების შემდეგ თავად გეგმავდა იქ გადასვლას. ახლა კი ტაძრის ერთადერთი, საკუთარი ხელით ნაშენები ნაწილი ნანგრევებადაა ქცეული.

მოქალაქეებისა და სასულიერო პირის  ბრალდებების შემდეგ, დედაქალის მერიამ განცხადებაა გაავრცელა- კალაძის უწყებაში ამტკიცებენ, რომ აფრიკის დასახლებაში ბულდოზერებმა მხოლოდ მოქალაქეების ის თავშესაფრები დაანგრის, რომელიც უკანონოდ ჰქონდათ აშენებული. განცხადებაში წერია ისიც, რომ მერის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომელბმა არ იცოდნენ, რომ მშენებარი ობეექტი ეკლესია იყო და არც  ჯვარი დაუნახავთ.

ვრცლად ნახეთ ირაკლი ბახტაძის რეპორტაჟში.