საქართველო სავარაუდოდ, თორნიკე რიჟვაძის სიდედრმაც დატოვა

17.11.25 13:15
საქართველო სავარაუდოდ, თორნიკე რიჟვაძის სიდედრმაც დატოვა

საქართველო სავარაუდოდ, თორნიკე რიჟვაძის სიდედრმაც დატოვა  - “პირველებს“ ბათუმში, ფიროსმანის ქუჩაზე უდასტურებენ, რომ რიჟვაძეების სახლი დიდიხანია ცარიელია.

როგორც ირკვევა, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან ერთად გერმანიაში იმყოფებიან მისი შვილები, მეუღლე, მშობლები და სიდედრი.

მეზობლები ამბობენ, რომ ისინი სახლში მას შემდეგ არ გამოჩენილან, რაც ინციდენტი მოხდა.

რაც მოხდა ეს ინციდენტი, მას შემდეგ აღარა არიან, სიდედრი იყო, მაგრამ წავიდა, არ ვიცი, სად წავიდა. კომუნიკაციაში არ შემოდიან, ხანდახან ვხედავდი მის ახლობლებს და ამბობენ, რომ კარგად არიან, - ამბობს მეზობელი.

დიდი ხანია რაც წავიდნენ, 3-4 თვეა, მე მგონი, გერმანიაში არიან. რაც მე ვიცი, თვალის პრობოელმა აქვს და საოპერაციოაო. მთელი ოჯახით წავიდნენ, მაგდა, ბავშვები და სიდედრიც, - ამბობს კიდევ ერთი მეზობელი.

ჟურნალისტის კითხვაზე, დატოვეს თუ არა მათ ქვეყანა, მეზობელი პასუხობს:

„რაზე დატოვებდნენ, ხომ არ სდევნიან“.

თორნიკე რიჟვაძე გერმანიაშია - ინფორმაცია “პირველებს“ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა,  ალექსი ახვლედიანმა დაუდასტურა.

ახვლედიანის მტკიცებით, რიჟვაძის გერმანიაში წასვლა მხოლოდ სამკურნალო მიზნებით მოხდა და მას ქვეყანა არ დაუტოვებია.

გუშინ „აჭარა თაიმსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ოჯახთან ერთად გერმანიაში გადავიდა. გამოცემა წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ რიჟვაძეს ერთ თვალში მხედველობა დაკარგული აქვს და სავარაუდოდ, სწორედ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო აირჩია საცხოვრებლად ევროპა.

მედიის ინფორმაციით, რიჟვაძესთან ერთად გერმანიაში გადავიდნენ მისი მეუღლე, შვილები და მშობლები.

მსგავსი სიახლეები