ხათუნა თოთლაძე არ პასუხობს კითხვას, ჩასვეს თუ არა სანქცირებული დარახველიძე დელეგაციაში
"ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ხათუნა თოთლაძე არ პასუხობს კითხვას, ჩასვეს თუ არა გეკა გელაძის სანქცირებული მოადგილე დელეგაციაში და გახდა თუ არა ეს ევროკავშირთან დიალოგის ჩაშლის მიზეზი.
დღეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არ უპასუხა კითხვას, გახდა თუ არა მისი ყოფნა დელეგაციის შემადგენლობაში ბრიუსელის გადაწყვეტილების მიზეზი.
- ცნობისთვის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო, გაუქმდა. მიზეზი, სავარაუდოდ, ქართულ დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნა გახდა - ეს ინფორმაცია რამდენიმე მედიას ბრიუსელში წყაროებმა დაუდასტურეს.
დღეს "ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ამტკიცებს, რომ შეხვედრა იმის გამო ჩაიშალა, რომ "ბრიუსელი არ არის მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები."