გაუქმებული შეხვედრა ბრიუსელში - ალექსანდრე დარახველიძის პირველი კომენტარი

19.11.25 14:14
გაუქმებული შეხვედრა ბრიუსელში - ალექსანდრე დარახველიძის პირველი კომენტარი

რატომ გაუქმდა საქართველო-EU-ს დიალოგის შეხვედრა? - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე გადაჭრით არ პასუხობს კითხვას, გახდა თუ არა მისი ყოფნა დელეგაციის შემადგენლობაში ბრიუსელის გადაწყვეტილების მიზეზი.

"პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ, „ქართული ოცნების“ შს მინისტრის მოადგილემ, არ უარყო, რომ განიხილებოდა ერთ-ერთ წევრად იმ დელეგაციაში, რომელიც ბრიუსელში ევროკავშირის ადამიანის უფლებათა დიალოგს უნდა დასწრებოდა, თუმცა სანქცირებული მაღალჩინოსანი არ პასუხობს დამაზუსტებელ შეკითხვას, ვისი გადაწყვეტილებით ჩასვეს ის დელეგაციის შემადგენლობაში.

დაგეგმილი იყო კონკრეტული დიალოგი ადამიანის უფლებების დაცვის საკითებთან დაკავშირებით, აქ სანცირებაზე საუბარი რა თქმა უნდა უადგილო. მოგვაწოდეს კონკრტული საკითხები, რაზეც უნდა ყოფილიყო დიალოგი, შესაბამისად განისაზღვრა უწყებები, რომლებსაც კითვებზე, რომელიც მათი მხრიდან იყო დასმული გაეცემოდა ფაქტებზე და მტკიცებულებებზე დაყრნობილი პასუხები. სამწუხაროდ, როგორც ჩემთვსი ცნობილია,. მათ აღარ ისურვეს პასუხების მოსმენა და გადაიდო ეს შეხვედრა. როდესაც იქნება მზაობა კონკრეტული დიალოგისთვის, საქართველოს მთავრობა და თითოეული წარმომადგენელი, რომელიც დაესწრება ამ დიალოგს, გასცემს ამომწურავ პასუხს ყველა კითხვას. ასეთი (სანქციების) მიზეზი ოფიციალურად არავის მოუწოდებია, რაც შეეხება სანქცირებას, ევროკავშირის მხირდან საქართველსო არცერთი მოქალაქე არ რის სანქცირებული", - თქვა დარახველიძემ. 

  • ცნობისთვის, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ადამიანის უფლებათა დაცვაზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს უნდა გამართულიყო, გაუქმდა. მიზეზი, სავარაუდოდ, ქართულ დელეგაციაში სანქცირებული პირის ყოფნა გახდა - ეს ინფორმაცია რამდენიმე მედიას ბრიუსელში წყაროებმა დაუდასტურეს.

დღეს "ოცნების“  საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც ამტკიცებს, რომ შეხვედრა იმის გამო ჩაიშალა, რომ "ბრიუსელი არ არის მზად, მოისმინოს ქართული მხარის არგუმენტირებული პოზიციები."

მსგავსი სიახლეები