სააპელაციო სასამართლომ ანატოლი გიგაურის 2 წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა
სააპელაციო სასამართლომ ანატოლი გიგაურის 2 წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა - გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გამოაცხადა.
მანამდე სხდომაზე სიტყვით ისარგებმა თავად მსჯავრდებულმა, თქვა, რომ არ დანებდება და ბოლომდე იბრძოლებს სისტემის დასამარცხებლად.
- ბავშვი მეცოდება, ჩახუტება უნდა და ვერ მეხუტება... ვინც ჩემ ოჯახს ეს ტანჯვა მოუწყო, უნდა დაისაჯოს! - ანატოლი გიგაურის სიტყვა სასამართლოზე
შეგახსენებთ, რომ 12 აგვისტოს საქალაქო სასამართლომ ანატოლი გიგაურს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა - მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ სინდისის პატიმარს ბრალი „პოლიციელზე თავდასხმა“, შედარებით მსუბუქი მსს კოდექსის 353 მუხლის პირველი ნაწილით გადაუკვალიფიცირა.
- რას ითვალისიწინებს 353 მუხლის პირველი ნაწილი: პოლიციის მუშაკის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისთვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარად უკანონო ქმედებისთვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით – ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე.
ცნობისთვის, ანატოლი გიგაური სამართალდამცავებმა 25 ნოემბერს დააკავეს.