გოგა მემანიშვილმა შემაგინა - ქეთევან ხუსკივაძე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორმა, ქეთევან ხუსკივაძემ სასამართლოზე განაცხადა, რომ თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა, გოგა მემანიშვილმა დაკავების დროს შეაგინა.
პროცესის დროს, მათე დევიძის მხარდამჭერ მარშზე დაკავებულმა ლექტორმა აღნიშნა, რომ პოლიციელები ეჯაჯგურებოდნენ, ხოლო როცა გოგა მემანიშვილს უთხრა, არ შეიძლებოდა ქალებს ასე მოქცეოდა მან უპასუხა - "ხელს ნუ ვკიდებ კი არა გადავათრევო".
გოგა მემანიშვილს რომ ვუთხარი არ შეიძლება ქალებს ასე მოექცეთთქო, მითხრა რომ ხელს ნუ ვკიდებ კი არა გადავათრევო. მეცა 10 პოლიციელი, მეჯაჯგურნენ. მექაჩებოდა ერთ-ერთი კისრის მიმართულებით. სამარშუტეში ჩაჯდომის დროს მითხრა მემანიშვილმა შენს დედას ასე ვუზამო," - თქვა ქეთევან ხუსკივაძემ.
ცნობისთვის, მათე დევიძის მხარდასაჭერი მსვლელობის დროს, მელიქიშვილის გამზირზე, ხუსკივაძე ადმინისტრაციული წესით, პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ბრალდებით დააკავეს.