მოსამართლე ქოჩქიანმა ჭყვიტინა სათამაშოს გამო დაკავებული მომიტინგე 8-დღიან პატიმრობაში გაუშვა
სასამართლომ ჭყვიტინა სათამაშოს გამო დაკავებული მომიტინგე, ვანო სხირტლაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად გამოაცხადა და 8-დღიან პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა გამოაცხადა.
დღეს მოწმედ მისულმა პოლიციელებმა, ერთი მეორის მიყოლებით დაადასტურეს, რომ მომიტინგე ჭყვიტინა სათამაშოს გამო დააკავეს.
როგორც სხდომიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იუწყება, გელა გელაძის უწყების თანამშრომლები ამტკიცებდნენ, რომ ვანო სხირტლაძის ჭყვიტინა სათამაშომ თავი შეურაცხყოფილად აგრძნობინათ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასევე გაირკვა, რომ ვანო სხირტლაძს დაკავების ოქმი დარღვევითაა შედგენილი - სამოქალაქო აქტივისტი 20-ში დააკავეს და ოქმი დღევანდელი რიცხვით თარიღდება.