რომეო მიქაუტაძის საქმე - რა თქვეს მოწმეებმა სასამართლო პროცესზე

24.11.25 15:28
რომეო მიქაუტაძის საქმე - რა თქვეს მოწმეებმა სასამართლო პროცესზე

რომეო მიქაუტაძის საქმე - პროკურატურას ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის წინააღმდეგ 6 მოწმე ჰყავდა მიყვანილი.

მოწმეების ნაწილი მიქაუტაძის ოჯახთან დაახლოებული პირები იყვნენ, რომლებიც სწორდ იმ წლებში მუშაობდნენ კომპანიებსა და სახელმწიფო სტრრუქტურებში, როდესაც თავად მიქაუტაძე.

ისინი ადასტურებდნენ, რომ სხვადასხვა დროს, დიდი ოდენობით თანხები ირიცხებოდა მათ ანგარიშებზე, რომელბსაც მოგვიანებით ისევ უბრუნებდნენ.

მოწმე, თეონა ოზბეთელაშვილი: ვმუშაობდი  თბილსერვისში, შემდეგ გადავედი ეკონომიკის სამინისტროში, თუმცა რადგან თბილსერვისში უფრო მაღალი ხელფასი მქონდა, ბატონი რომეო შემპირდა რომ ხელფასის დანაკლისს თავად ამინაზღაურებდა და ყოველთვიურად ამ თანხას მისი მძღოლის გიორგი საკანდელიძის მეშვეობით მაძლევდა. ფულს ძირითადად მირიცხავდა, ხელზეც მოუცია. ეს ხდებოდა 2022-24 წლებში. როდესაც ჩემი კომპანია დავაარსე, რომეო მიქაუტაძე აფინანსებდა მას, ამ დროს საჯარო მოხელე აღარ იყო.

მოწმე, გიორგი ფუცუა: ზაჰესში ვმუშაობდი 2007 წელში. საქრუსენერგოში 2016დან 2020მდე მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე. თბილსერვისში გადავედი 2020-ის ბოლოს. რომეო როცა გადადიოდა სხვა კომპანიებში, მეც მაშინ ვიცვლიდი სამსახურს. პერიოდულად ვსესხულობდი თანხებს რომეოსგან. ჯამში 180 ათასზე მეტია გადარიცხული, სავარაუდოდ, ნასესხებ თანხებს ვუბრუნებდი უკან.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ მიქაუტაძისთვის წარდგენილი 3 ბრალდება და 9 ეპიზოდი, დასტურდება ყველა იმ მტკიცებულებით, რომელიც საქმეში დევს.

სასამართლო პროცესზე დაიკითხა ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი, რომელმაც „თბილსერვისს“ მიაწოდა ლედასანათები, რომელიც დაუსაბუთებლად რომეო მიქაუტაძის მიერ მიღებული არ იქნა, რის შედეგადაც სახელმწიფოს მიადგა ზიანი, რადგან სასამართლომ „თბილისერვის ჯგუფს"“ დააკისრა 114 000 ლარის გადახდა, - განაცხადა მარშანიამ.

დაცვის მხარე კი ამბობს, რომ დაახლოებით, 9 მილიონი, რომლის გათეთრებასაც ედავება სახელმწიფო ბრალდება მიქაუტაძეს და რომლის გამოც 12 წალდემ პატიმრობა ემუქრება, აბსოლუტურად დასაბუთებულია და ექსპეერტიზის დასკვნა, რომელიც დღეს მათ წარადგინეს, ამაზე მეტყველებს.

ის, რაზედაც მოწმეები საუბრობენ, მის ბრალდებაში ასახული საერთოდ არ არის. ჩემთვისაც გაუგებარია, რისთსვის მოჰყავთ მოწმეები, რომლებიც ამბოებნ, რომ ისესხა გარკვეული თანხები, შემდეგ კი დაუბრუნა უკან, - ამბობს ნემსიწვერიძე. 

ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იცის, რას გულისხმობდა მიქაუტაძე “ქართულ ჯიგრულ პონტში მოგვარებაში“ და ვინ არის პირი, რომლის მეშვეობითაც ცდილობდა ერთ-ერთი მოწმე, საქმის მოგავრებას,  ადვოკატი პასუხობს:

მე არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა, ერთი ფაქტია, თუ ის ცდილობდა, ეს ვერ მოახერხა, გამომდინარე იქიდან, რომ მან ცალსახად განმარტა მიქაუტაძის პასუხი, რომ უარის მიღება იმ პროდუქციის მიღებაზე განპირობებული იყო  შესაბასამისი სამსახურის ოქმით, სადაც ეწერა, რომ ის პროდუქცია, რაც მან მიაწოდა თბილსერსვის ჯგუფს, არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით გაწერილ პირობებს. 

რომეო მიქაუტაძის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა და მოწმეების დაკითხვა 26 ნოემბერს გაგრძელდება.

ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2025 წლის ივნისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მიქაუტაძეს ჯამში 8 499 334 ლარის უკანონო/დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზებას ედავებიან. ბრალდების მხარის თქმით, თემატური რევიზიის დასკვნის თანახმად, ბრალდებულს 2017-2024 წლებში მიღებული აქვს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო და დაუსაბუთებელი შემოსავალი, საიდანაც შეძენილი აქტივების ღირებულებამ შეადგინა 8 499 334 ლარი.

მსგავსი სიახლეები