"[აქციაზე წასვლა] მაიძულა პასუხისმგებლობამ, რა დავუტოვე ახალგაზრდებს, შვილებს" - ალექსანდრე გოგოლაძე
"[აქციაზე წასვლა] მაიძულა პასუხისმგებლობამ, რა დავუტოვე ახალგაზრდებს, შვილებს" - ამის შესახებ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ალექსანდრე გოგოლაძემ პროცესზე განაცხადა.
- მისი და კიდევ 14 პირის საქმეს მოსამართლე ლელა კალიჩენკო განიხილავს.
არ ვცნობ თავს დამნაშავედ. თუნდაც ერთი რამის გამო - იძულებით წავედი მე აქციაზე, ქვეყანამ მაიძულა. მე ვარ 63 წლის კაცი და მოყოლებული აქამდე, ერთი ოდნავი შეხება არ მქონია კანონთან. მიუხედავად ამისა, 50 წლის შემდეგ, სულ მეშინოდა ერთი კითხვის - დარბაზში ზის ჩემი ქალიშვილი, თქვენი კოლეგა და მეშინოდა, ერთ მშვენიერ დღეს დამისვამდა კითხვას, „რა დამიტოვე, მამა?!“ აქ არ არის ეკონომიკურ ფაქტორებზე. ჩემმა შვილმა რომ მითხრას, ფული დამიტოვეო, საერთოდ შევაჩვენებ.
მე [აქციაზე წასვლა] მაიძულა პასუხისმგებლობამ, რა დავუტოვე ახალგაზრდებს, შვილებს, ამ ბებერმა, ხოკერმა კაცმა.
ეს ყველაფერი არის იძულებითი ქმედება. თქვენი სასჯელი ჩემთვის არის გვირგვინი და აღიარება. მე გმირი ვარ? რაღა დროს ჩემი გმირობაა.
რითაც დავიწყე 1982 წელში, ის არის ისევ უარესი - უსამართლობა, უკანონობა, ადამიანის უფლებების ფეხით გათელვა. უკანონოდ ვზივარ. გარეთ ვდგავარ, ციხეში ვარ, აქ ვარ — მაინც ციხეში ვარ. ესაა ჩემი მიღწევაც და სიმდიდრეც.
თქვენ, ქალბატონო ლელა, დაბრძანდით და იმსჯელეთ. რაც შეიძლება მეტი სასჯელი გამომიტანეთ. ავიტან," - განაცხადა დაკავებულმა.