მილიონერი დეპუტატების ბიზნესები - ექსპერტების შეფასებით, "ოცნება" კორუფციის საქმეს შერჩევითად იყენებს
კორუფციის მკვლევარების შეფასებით, დეპუტატების ნაწილი რეალურად აგრძელებს საკუთარი ბიზნესების მართვას, მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე აქტივები ფორმალურად ახლობელ პირებზე აქვთ გადაცემული. სპეციალისტები მიუთითებენ, რომ ასეთი პრაქტიკა კანონის მოთხოვნას მხოლოდ ფორმალურად აკმაყოფილებს და პარლამენტარებს საშუალებას აძლევს, ბიზნესინტერესები თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში შეინარჩუნონ
მილიონერი დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში არიან, ეს ადამიანები მართავენ საკუთარ ბიზნესს, ხოლო ის, რაც ფურცელზე წერია, ეს არის, უბრალოდ, ფორმალური ხასიათის გადაბარება, რაც კანონის ერთ მოთხოვნას, რაც ფურცელზე ჩანს, იმას აკმაყოფილებენ, ოღონდ რეალურად არის სხვა. რეალური ფაქტი არის ის, რომ ეს ადამიანები მართვაში იღებენ მონაწილეობას, რაც, რა თქმა უნდა, არის კანონდარღვევა. მაგრამ, ეს კანონდარღვევა ამ ადამიანებს არ აინტერესებთ. ზუსტად იმიტომ არიან ესენი პარლამენტში, რომ ფული უნდა იშოვონ. ამ პარლამენტარების მიერ მოტანილ ფულზე დგას "ქართული ოცნება" რეალურად, - ამბობს ბესიკ დონაძე.
ქეთევან ენუქიძის თქმით, სახელმწიფო კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელით მხოლოდ კონკრეტულ პირებს უყენებს ბრალდებებს, მაშინ როცა ანალოგიური ნიშნები სხვა დეპუტატების შემთხვევაშიც იკვეთება. მისი შეფასებით, როცა პარლამენტარები აქტიურად არიან ჩართულნი სამეწარმეო საქმიანობაში, ეს მათ საშუალებას აძლევს, საჯარო პოზიციიდან საკუთარი ბიზნესების ლობირება მოახდინონ.
საყურადღეოა კორუფციასთან ბრძოლა, რომელიც არის გამოცხადებული სახლმწიფოს მხირდან. ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ აქამდე დაკავებული ადამიანების მიმართ, სწორედ ამ ფონზე, იმიტომ, რომ კანონდარღევის გარკვეული ნიშნები სხვებთან მიმართებითაც ჩანს, მიმდინარეობს პირადი ანგარიშსწორების მიზნით, იმიტომ იმავე ნიშნის მატარებელი საქმეები რატომრაც არ კვალიფიცრდება როგორც კორუფციის რისკი. ის გარემოება, რომ ბიზნესსაქმიანობით არიან დაკავებულები პარლამენტარები და პარლამენტშიც და ნებისმიერ მმართელ ორგანოში მათი მოღვაწეობა პირდაპირი ნიშნით გულისხმობს იმას, რომ მათ ჰქონდეთ საშუალება, რომ საკუთარი ბიზნესის ლობირება გასწიონ ან უფრო მეტად გაზარდონ თავიანთი პირადი დოვლათი, ეს ჩვენ ვიცით უკვე. მთავარია, სახელმწუფო რა ნიშნით სჯის ყოფლ თანამდებობის პირებს, ყოფილ ჩინოვნიკებს, - ამბობს"შეაჩერე კორუფციას" დამფუძნებელი ქეთევან ენუქიძე.
დავით მჟავანაძის შეფასებით, იმავე საფუძვლებით, რითაც ბრალი წაუყენეს ყოფილ მაღალჩინოსნებსა და მინისტრებს, შესაძლოა ბრალდებები მოქმედ პარლამენტარებზეც გავრცელდეს. მისი თქმით, მსგავსი საქმეები შესაძლოა პოლიტიკურ ანგარიშსწორებად გამოიყენებოდეს და დეპუტატები მხოლოდ მანამ ინარჩუნებენ პოზიციებს, სანამ კონკრეტული პოლიტიკური ძალის კეთილგანწყობა აქვთ.
იმ მიზეზით, რა მიზეზითაც ბრალი წაუყენეს ირალი ღარიბაშვილს, ირაკლი ქარსელაძეს და გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვას, ყოფილ თანამდებობის პირებს, ყოფილ მინისტრებს, სწორედ ამ მიზეზით შეიძლება ბრალი წაუყენონ მოქმედ თანამდებობის პირებს. მაგალითად, დეპუტატებს გოჩა ენუქიძეს, ინჯიას, ბეჟან წაქაძეს, ანტონ ობოლაშვილს, სოფლის მეურნეობის მინისტრს დავით სონღულაშვილს, რომელიც არის ჰესების და რთელი ბიზნესში ჩართული და ა.შ. ანუ ყველა ეს ადამიანი შესაძლოა, გახდეს ხვალ თითქოსდა კორუფციასთან ბრძოლის მსხვერპლი, რაც სინამდვილეში, არის ივანიშვილის შურისძიება და ეს ხალხი იქამდე შეინარჩუნებს თავის გავლენებს და პიად კეთილდღეობას, სანამ ივანიშვილი მათ მიმართ ჯერ კიდევ კეთილგანწყობილია, - ამბობს დავით მჟავანაძე.
„შაბათის ეთერის“ მიერ შესწავლილი მასალების მიხედვით, ელიავას ბაზრობის მიმდებარედ ქვიშის, აგურისა და ცემენტის სავაჭრო ობიექტი დეპუტატ ეკა ჭიჭინაძისა და მისი მეუღლის, მხატვარ ნიკუშა შენგელაიას საკუთრებაა. მიუხედავად იმისა, რომ წლებია რამდენიმე კომპანიას ფლობენ, ჭიჭინაძის დეკლარაციით ოჯახს შემოსავალი მხოლოდ „კედარი 2008“-დან აქვს, მაშინ, როცა ათეულობით ათასი დოლარის ღირებულების ავტომობილები და მილიონებზე უდროებულად შექმნილი ანაბრები ანგარიშებზე ფიქსირდება.
„შაბათის ეთერმა“ ასევე შეისწავლა სხვა დეპუტატების ბიზნესინტერესები - რამდენად რეალურად არიან ისინი სამეწარმეო საქმიანობიდან ჩამოშორებულნი და ხომ არ ხდება აქტივების ფორმალური გადაცემა ახლობელ პირებზე, რაც კანონის გვერდის ავლით ბიზნესის კონტროლის საშუალებას აძლევს პარლამენტარებს.