სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს გელა ღუნაშვილიც

02.12.25 17:07
სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს გელა ღუნაშვილიც

სუს-ში გამოკითხვაზე, კონსტანტინე და დავით ჩახუნაშვილების შემდეგ, გელა ღუნაშვილიც დაიბარეს. ამის შესახებ კონსტანტინე ჩახუნაშვილი სოციალურ ქსელში წერს

საქმე ეხება საქმე ეხება სუსში ბიბისის საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ დაწყებულ გამოძიებას.  

ჩვენი ერთ-ერთი თანამკვლევარიც გელა ღუნაშვილი დაბარებულია," - წერს კონსტანტინე ჩახუნაშვილი. 

  • დღესვე სუსში დაიბარეს ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ერთ-ერთი სპიკერია.
  • ასევე დაიბარეს პედიატრი დავით ჩახუნაშვილიც.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.  

მსგავსი სიახლეები