გომელაურის განცხადება, გეკა გელაძის შემდეგ, კობახიძემაც უარყო

03.12.25 14:42
გომელაურის განცხადება, გეკა გელაძის შემდეგ, კობახიძემაც უარყო

ვახტანგ გომელაურის განცხადება, გეკა გელაძის შემდეგ, ირაკლი კობახიძემაც უარყო.

კობახიძემ, გელაძის სიტყვები გაიმეორა და განმარტა, რომ "კამიტი" არათუ მიტინგის დასაშლელად არ გამოყენებულა, არამედ არასდროს შეუძენია შსს-ს.

"ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა გამოვეხმაუროთ BBC-ის მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, როგორც მოგეხსენებათ საკითხის დრამატიზებისთვის ბიბისიმ გაავრცელა ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მიტინგის დაშლისას შსს-მ პირველი მსოფილიო ომის დროინდელი აკრძალული ნივთიერება "კამიტი" გამოიყენა. 

შსს მინისტრმა საზოგადოებას უკვე საჯაროდ დაუდასტურა, რომ მიტინგის დაშლისას ნივთიერება “კამიტი“ არათუ არ გამოყენებულა, არამედ შსს-ს ეს ნივთიერება არასოდეს, მათ შორის, ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროსაც კი არ შეუძენია. როგორც მოგეხსენებათ, “ბიბისის“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სუს-მა დაიწყო გამოძიება და საკითხის ყველა დეტალის შესახებ საზოგადოებას სრული ინფორმაცია უმოკლეს ვადებში მიეწოდება- თქვა კობახიძემ.

1-ელ დეკემბერს, TV იმედმა გაავრცელა ყოფილი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის კომენტარი, სადაც ის ამბობს, რომ ნივთიერებები, რომელზეც BBC-ის გამოძიებაშია საუბარი, სამინისტროს ჰქონდა შეძენილი და 2012 წლამდე იყენებდა. 

მსგავსი სიახლეები