გომელაური ადასტურებს, რომ შსს BBC-ის გამოძიებაში დასახელებულ ნივთიერებას ფლობს - რას ამტკიცებს ექს მაღალჩინოსანი

01.12.25 20:33
გომელაური ადასტურებს, რომ შსს BBC-ის გამოძიებაში დასახელებულ ნივთიერებას ფლობს - რას ამტკიცებს ექს მაღალჩინოსანი

შსს ყოფილმა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პრო-სახელისუფლებო მედიასთან დაადასტურა, რომ BBC-ის გამოძიებაში დასახელებული ნივთიერება ჰქონდათ, თუმცა ამტკიცებს, რომ ის წინა ხელისუფლებამ იყიდა და არა "ქართულმა ოცნებამ". 

ვახტანგ გომელაურის მტკიცებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს "კამიტე" 2009-2010 წლის შემდეგ არ გამოუყენბია. 

ეს ნივთიერებები რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ნაცებმა კატა გამოთხარეს!" - განუცხადა ვახტანგ გომელაურმა "ქრონიკას". 

BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. დემონსტრანტები ჰყვებოდნენ, რომ ჭავლი „კანს წვავდა“, ხოლო ხველა, გულისრევა და სუნთქვის გაძნელება კვირეობით არ გადიოდა.

ექიმის მიერ გამოკითხულ 350 ადამიანში ბევრს 30 დღეზე მეტხანს გაუგრძელდა სიმპტომები, ზოგიერთს კი გულზე ელექტრული გადახრები დაუფიქსირდა.

BBC-სთან ყოფილი პოლიციელებიც ადასტურებენ, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულ ცრემლსადენ გაზზე 10-ჯერ ძლიერი იყო და დაბანითაც არ ქრებოდა.

გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ქიმიკატის გამოყენება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ნიშნებს შეიცავს და შესაძლოა ქიმიურ იარაღად ჩაითვალოს.

მსგავსი სიახლეები