რა ჩანს კადრებში, რომელიც დარბევის დროს მედიამ გადაიღო

03.12.25 17:11
რა ჩანს კადრებში, რომელიც დარბევის დროს მედიამ გადაიღო

 

 

ვრცელდება კადრები, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას დარბევისას არის გადაღებული. უნგრელი ჟურნსლიტის ვიდეო-მასალაში ჩანს, რომ წყლის ჭავლის მაქანა ყვითელი ფერის სითხეს ასხამდა. ეს, სავარაუდოდ, ის დროა, როდესაც წყალში, სავარაუდოდ, ძლიერი მოქმედი ქიმიური ნივთიერება გაურიეს და ხალხის წინააღმდეგ გამოიყენეს.

  • დღეს TV პირველის ჟურნალისტის კითვაზე პასუხისას, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ახლა უტარებენ ექსპერტიზას იმ ხსნარს და ფხვნილს, რომელიც ხალხის წინააღდეგ გამოიყენეს.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი დაიწყო.

  • განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს? 

  • "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439  და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს. 

მსგავსი სიახლეები