კობახიძე ადასტურებს, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით ნივთიერებები შსს აქვს
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439 და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს.
კობახიძე ხაზგასმით ამბობს, რომ მხოლოდ იმას, რომ შსს-ს "კამიტი" არასდროს შეუძენია, თუმცა არ იცის კონკრეტულად რა ნივთიერებები შეიძინა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 წლის წინ.
- ირკვევა, რომ ახლა არკვევენ, რა ნივთიერება იქნა გამოყენებული 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებისას.
კობახიძის თქმით, გაეროს UN3439 ქოლგა კოდის ქვეშ არის როგორც აკრძალული, ისე არ აკრძალული ნივთიერებები.
- „იქ არის ათეულობით ნივთიერება, რომელთაგან ძალიან დიდი ნაწილი არ არის აკრძალული“, - ამტკიცებს კობახიძე.
ეს ყველაფერი არ არის, კობახიძემ არ იცის, კონკრეტულად რომელმა უწყებამ [შს ს-მ თუ სუს-მა] და სად ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ "კამიტი" არ გამოუყენებიათ.
ირაკლი კობახიძე: "ამ კოდის ქვეშ არის "კამიტი", რომელიც არის აკრძალული. იქ არის ათეულობით ნივთიერება, რომელთაგან ძალიან დიდი ნაწილი არ არის აკრზალული".
- TV პირველი: ანუ, სხვა ნივთიერებები შეიძლება იყოს გამოყენებული?!
ირაკლი კობახიძე: "რა თქმა უნდა, არააკრძალული ნივთიერებები. კოდი აქ საერთოდ არაფერს იძლევა." BBC-იმ ამ დროს რა გააკეთა? - მიუთითა კოდზე და შემდეგ თქვა ტყუილი, რომ ამ კოდის ქვეშ არსებული ერთ-ერთი ნივთიერება იყო გამოყენებული, რაც უხეში ტყუილი იყო.
- TV პირველი: ნივთიერებები, რომელიც ამ კოდის ქვეშ არის, ის იყო შესყიდული სახელმწიფოს მიერ?
ირაკლი კობახიძე: "იმ კოდის ქვეშ იყო, რა თქმა უნდა. იქ არის როგორც აკრძალული, ისე არააკრძალული [ნივთიერება]. შეზყიდვას ექვემდებარებოდა არააკრძალული ნივთიერება. დანარჩენს, სრულ ინფორმაციას წარმოგიდგენთ გამოძიება".
- TV პირველი: შეგიძლიათ, გვითხრათ როდის გამოიყენეთ? იყო თუ არა ამ კოდის ქვეშ ნივთიერებები გამოყენებული 2024 წლის აქციების დროს?
ირაკლი კობახიძე: "იქნებოდა გამოყენებული რა თქმა უნდა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, კოდი არაფერს იძლევა. კოდის ქვეშ არის ათეულობით ნივთიერება".
- TV პირველი: ფხვნილის ანალიზი არ კეთდება, ან არ არის, ვიდრე მას გამოუყენებთ?
ირაკლი კობახიძე: "უნდა გაკეთდეს რა თქმა უნდა".
- TV პირველი: 3439 კოდის ქვეშ?
ირაკლი კობახიძე: "მაგ კოდის ქვეშ არის, "კამიტიც" არის ამ კოდის ქვეშ. უკვე შეიძლება ითქვას, რომ "კამიტს" არ შეიცავდა ეს ფხვნილი, დანარჩენი, დეტალური ანალიზი წარედგინება საზოგადოებას. ერთია - ერთი ნივთიერების დადგენა და მაგას ადგენს გამოძიება რაიმე აკრძალულს შეიცავდა თუ არა...
ვანო მერაბიშვილმა შეიძინა თუ არა რაიმე აკრძალული, ამას დაადგენს გამოძიება და საზოგადოებას ეცნობება მოგვიანებით."
- TV პირველი: ვანო მერაბიშვილმა თუ შეიძინა, თქვენ უნდა გცოდნოდათ ამ დრომდე და უნდა გაგენადგურებინათ თუკი იყო აკრძალული ნივთიერება!
ირაკლი კობახიძე: "ანალიზი დაადგენს ეს ფხვნილი შეიცავდა თუ არა აკრძალულ ნივთიერებას".
- TV პირველი: ხომ უნდა დაგედგინათ, რა არის საწყობში, რა ნივთიერებები გაქვთ დასაწყობებული? - ამას ხომ საერთაშორისო ხელშეკრულებები გავალდებულებთ.
ირაკლი კობახიძე: "ყველაფერს დადგენს გამოძიება, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნებოდა ინფორმაცია, რომ აკრძალულ ნივთიერებებს არ შეიცავდა ეს ფხვნილი, თუმცა ყველაფერს კიდევ ერთხელ გადახედავს გამოძიება".