"რეჟიმი ქიმიური იარაღით გწამლავს" - თბილისში ახალი სტენსილები გამოჩნდა

04.12.25 14:26
"რეჟიმი ქიმიური იარაღით გწამლავს" - თბილისში ახალი სტენსილები გამოჩნდა

"რეჟიმი ქიმიური იარაღით გწამლავს" - ამ შინაარსის სტენსილები თბილისის ქუჩებში გამოჩნდა.

ამასათან დღეს ცნობილი გახდა, რომ 5 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს მოქალაქეები ქუჩაში გამოდიან. ხალხი ირაკლი კობახიძის სასმახურთან აქციას გამართავს და მოითხოვს, საჯარო გახდეს იმ ნივთიერებების შემადგენლობაა, რომლითაც ერთი წლის წინ, ევროპული მომავლის მცველები ქუჩებში დაარბიეს და გაუსწორდნენ.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

  • განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს? 

  • "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439  და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს. 
  • კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.

მსგავსი სიახლეები