[ოცნებას] ეტყობა, მართლა რაღაც აქვს დაშავებული და ამიტომ ვერ დაალაგეს მესიჯბოქსები - გიგაური ქიმიური იარაღის სკანდალზე
[ოცნებას] რაღაც აქვთ დაშავებული და ამიტომ “ვერ დაალაგეს მესიჯბოქსები“ - ასე აფასებს ივანიშვილის გუნდის ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს აღამსრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.
მისი თქმით, როცა კრიზისი იწყება, თუ გინდა ეს კრიზისი დაასრულო, მაშინვე გამოდიხარ და განცხადებას აკეთებ.
“ეს არ ქნეს, იმიტომ, რომ რაღაც აქვთ დაშავებული“,- თქვა გიგაურმა.
არც იცოდნენ რა ექნათ, რადგან ეტყობა, მართლა რაღაც აქვთ დაშავებული. როცა კრიზისი იწყება, თუ გინდა ეს კრიზისი დაასრულო, მაშინვე გამოდიხარ და ამბობ, რომ არა ეს არ ყოფილა, იყო ეს. მორჩა. შემდეგ უნდა გვემსჯელა იმაზე, რამდენად ის უნდა გამოეყენებინათ, ან არა და მათ ქმედებებს აქციების დროს ჩვენ შეფასებებს არ შეცვლიდა. ნებადართული გაზიც რომ ყოფილიყო, სახეები გაუერთიანეს, აწამებდნენ ადამიანებს, ესეც ნაკლები კი არ იყო. ეს არ ქნეს, იმიტომ, რომ რაღაც აქვთ დაშავებული, არც ამბობენ რა ტიპის გაზი გამოიყენეს და შესაბამისად, რა რეგირება ჰქონოდათ და ვერ დაალაგეს მესიჯბოქსები, - დასძინა მან.
მისივე თქმით, BBC-ის გამოძიება “ოცნებას“ ისეთ რეპუტაციულ ზიანს მოუტანს, რასაც სხვა ვერაფერი ვერ მოუტანდა.
BBC-ის გამოძიება “ოცნებას“ ისეთ რეპუტაციულ ზიანს მოუტანს, რასაც სხვა ვერაფერი ვერ მოუტანდა. გასაგებია, რომ ბევრი რამ აკეთეს ამ პერიოდის განმავლობაში, კანონები მიიღეს, კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღეს და ა.შ. ეს უფრო ყველანაირად საუბრობს შენზე, როდესაც საკუთარი ხალხი გაწირე იმისთვის, რომ გრძელვადიანად მას ჰქონდეს ჯანმრთელობის პრობლემები.
მათი შემდგომი ქმედებები კიდევ უფრო უარესია, რეალურად აქ რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი გამოძიება, პირველ რიგში სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები დაეკითხათ, დასავლეთში ამას სხვანაირად შეხედავდნენ, იტყოდნენ, აი, მართლა რაღაც გამოვლინდა, რაღაც ხდება. რელურად დაიწყეს რაც ჯერ აღიარეს რომ ჰქონდათ, მერე რომ არ ჰქონდათ, მერე რომ შეურიეს, შემდეგ არ ამბობენ, კონკრეტულად რა გამოიყენეს, მაგრამ არც ამას აკეთებენ, პირიქით, ზეწოლის ქვეშ ჰყავთ ის ადამიანები, რომლებმაც “ბიბისის“ ინტერვიუ მისცეს, - ამბობს ეკა გიგაური.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.
რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს?
- "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439 და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს.
- კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.