9 აპრილიდან ერთი წლისთავზე მომწამლავი ნივთიერება ყვავილებში იყო დარჩენილი - ექიმი BBC-ის სკანდალური გამოძიების შემდეგ

04.12.25 21:59
9 აპრილიდან ერთი წლისთავზე მომწამლავი ნივთიერება ყვავილებში იყო დარჩენილი - ექიმი BBC-ის სკანდალური გამოძიების შემდეგ

9 აპრილის წლისთავზე აიღეს ყვავილები,  ყვავილებში იყო მომწამლავი ნივთიერების გარკვეული რაოდენობა დარჩენილი. „9 აპრილს მოწამლულები“ - ასეთი ტერმინიც კი არსებობს. მაშინ სერიოზული კვლევები ჩატარდა და საბოლოოდ დაიდო დასკვნა, რომ ძალიან მძიმე გაზები იყო გამოყენებული - ამის შესახებ "ბათუმელებთან" ექიმი ნარკოლოგი, ზურაბ სიხარულიძე BBC-ის სკანდალური გამოძიების შემდეგ საუბრობს.

მისი თქმით, თუ BBC-ის ფილმში "კამიტესტთან" ერთად დასახელებული ნივთიერება, ტრიქლორეთილენი, ნიადაგის სიღრმეში, წყლებში დიდი ანი რჩება და მისი აღმოჩენა შესაძლებელია ერთი წლის შემდეგაც.

 ამისთვის საჭიროა ძალიან სკრუპულოზური ქიმიო-ტოქსიკოლოგიური ანალიზი - ამბობს ექიმი. 

მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანის სპეციფიკური გამოკითხვა და კვლევების ჩატარება. ჩემთვის BBC საკმაოდ კომპეტენტურია და არა მგონია, არ ჰქონოდათ საკმარისი მტკიცებულებები. თანაც, კომპეტენტური ადამიანები, ტოქსიკოლოგები საუბრობენ ამ ფილმში.

თუ გამოყენებული იყო ტრიქლორეთილენი, მისი აღმოჩენა შესაძლებელია ერთი წლის შემდეგაც, მაგალითად, ნიადაგის სიღრმეში, წყლებში. ამისთვის საჭიროა ძალიან სკრუპულოზური ქიმიო-ტოქსიკოლოგიური ანალიზი.

რაც შეეხება კვალს ადამიანზე – ეს არის ძალიან ღრმა ქიმიო-ტოქსიკოლოგიური ანალიზის კვლევა. აქ უნდა ვისაუბროთ ამ ნივთიერებების წყლის ჭავლში გარევასთან და რა კომბინაციებს ვიღებთ ამ შემთხვევაში. ის ბევრად უფრო ტოქსიკურ ზიანს აყენებს ადამიანს, ვიდრე წყალთან კომბინაციის გარეშე, რადგან წყლის მაღალი წნევა მნიშვნელოვნად აძლიერებს ტოქსიკურობის ეფექტს – ტოქსინი შედის ღრმა ფენებში, თვალებში, ლორწოვან გარსებში. ამას შეუძლია მასობრივი ინტოქსიკაცია გამოიწვიოს. ეს იყო კიდეც იმ პერიოდში და ამის მომსწრე ყველანი ვართ.

ადამიანებს უჭირდათ სუნთქვა რამდენიმე დღის მანძილზე, ჰქონდათ გულისრევის შეგრძნება, პანიკური შეტევები, სუნთქვის გაძნელება", - ამბობს ექიმი. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

  • განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს? 

  • "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439  და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს. 
  • კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.

 

მსგავსი სიახლეები