კამიტეს სკანდალი - ქართველი ემიგრანტები ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას მიმართავენ და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ

05.12.25 11:29
კამიტეს სკანდალი - ქართველი ემიგრანტები ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას მიმართავენ და საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებმა ქართველებმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას ოფიციალური მიმართვა გაუგზავნეს.

შრომით მიგრაციაში მყოფი ადამიანები დაუყოვნებლივ მოითხოვენ საერთაშორისო გამოძიებას, რათა BBC-ის მიერ გასაჯაროებული სკანდალური ფაქტები სრულად იქნეს შესწავლილი.

ემიგრანტების პოზიცია მკაფიოა: აუცილებელია საერთაშორისო სანქციების ამოქმედება და პასუხისმგებელი პირების მიმართ მკაცრი ზომების გამოყენება.

სანქცირების პროცესს ყველა ვარიანტში დააჩქარებს ეს და სწორედ ამიტომ ეშინიათ. ჩვენ ვნახეთ, რომ მათი პარლამენტარები ამბობენ, რომ თვითონ არ შეურევიათ ეს ხსნარი და ამ პასუხისმებლობას ვერავინ გაექცევა. მთლიანად ეს პოლიტიკური გუნდი, სულყველა ისინი, არიან ავტორები ქართველი ხალხის მოწამვლის და მათზე ძალადობის და პირდაპირ მინდა, გამოვყო ჯანდაცვის მინისტრის, მისი მოადგილეების და მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობა. ეს საკითხი უკვე დადგა საერთაშორისო დღოს წესრიგში და არ არსებობს საკითხი, რომელიც ამას გადაფარავს. ჩვენ უბრალოდ მივმართავს, პლატფორმა 2025, ემიგრანტების ჯგუფი ყველა დემოკრატიულ ძალებს საქართველოს შიგნით თუ მის ფარგლებს გარეთ, რომ აუცილებლად ვიმოქმედოთ კოორდინირებულად იმისთვის, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რაც შეიძლება მალე დაუჭირონ მხარი წინადადებას, რომ საქართველოში იყოს გამოგზავნილი მიუკერძებელი საგამოძიებო მისია, - ამბობს ემიგრანტი. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

  • განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს? 

  • "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439  და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს. 
  • კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.

 

მსგავსი სიახლეები