კობახიძე იმ ადამიანებს ემუქრება, ვინც BBC-ის ინტერვიუ მისცა

05.12.25 14:39
კობახიძე იმ ადამიანებს ემუქრება, ვინც BBC-ის ინტერვიუ მისცა

ირაკლი კობახიძე ყველა იმ ადამიანს ემუქრება, რომლებმაც BBC-ის ინტერვიუ მისცა. საუბარია მომიტინგეების წინააღმდეგ საშიში ქიმიური ნივთიერების გამოყენებაზე, რომელზეც გავლენიანმა ბრიტანულმა მედიამ გამოძიება აწარმოა. 

"ოცნეის" ლიდერმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას, BBC ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ ყველა იმ ადამიანის პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც ბრიტანულ მედიას ინტერვიუ მისცა.

ამასთან, ივანიშვილის პრემიერი ვერ ამბობს, რა ნივთიერება იქნა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული და მხოლოდ იმას უსვამს ხაზს, რომ აღნიშნულს გამოძიება გაარკვევს. 

მათ შორის, უნდა გამოიკვეთოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ტყუილის გავრცელებაში. დანარჩენი ყველაფერი აბსურდია. ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რომ 2009 წელს იქნა შეძენილი კონკრეტული ნივთიერება, რომელიც იქნა გამოყენებული. რა იყო ეს ნივთიერება, ამაზე ისაუბრებს ალბათ გამოძიება. სასკანდალო აქ არაფერია, - თქვა დღეს კობახიძემ. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

  • განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

რა თქვა ირაკლი კობახიძემ 3 დეკემბერს? 

  • "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ "პირველების" არაერთი ჩაკითხვის შემდეგ დაადასტურა, რომ BBC-ის ინვენტარიზაციის სიაში დასახელებული კოდებით: UN 3439  და UN 1710 ნივთიერებები შსს აქვს. 
  • კობახიძე ადასტურებს, რომ მოქალაქეების დასაშლელად წყლის ჭავლში გარკვეული ნივთიერება გამოყენებული იყო.

 

მსგავსი სიახლეები