მკვლელობა ბოტასების გამო - მამა-შვილ ცაციაშვილების მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
მკვლელობა ბოტასების გამო - მამა-შვილი ცაციაშვილების მკვლელობაში ბრალდებულს, სერგო ახალკაცს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლევან დარბაიძემ ნაფიც მსაჯულების ვერდიქტის შემდეგ მიიღო. ინფორმაციას "ქართლი.ჯი" ავრცელებს.
ცაციაშვილების ოჯახის ინტერესების დამცველი ადვოკატის, თამარ თედლიაშვილის, ინფორმაცით, სხდომა წუხელ დასრულდა. როგორც მან „ქართლის ამბებს“ განუცხადა, ნაფიცმა მსაჯულებმა ბრალდებული სერგო ახალკაცი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს.
- მკვლელობა გორში 2025 წლის 28 აპრილს სავაჭრო ცენტრ ,,გალერეაში" მოხდა.
მამა-შვილის სასტიკი მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ იმავე დღეს მოვაჭრე, სერგო ახალკაცი დააკავა. დადგინდა, რომ საზარელი დანაშაუალი 53 წლის კაცმა იმ იარაღით ჩაიდინა, რომლის ტარების უფლებაც არ ჰქონდა.
გიორგი და დავით ცაციაშვილების ჩახრილვის საქმეზე "შაბათის ეთერმა" საგამოძიებო რეპორტაჟი მოამზადა.
- სერგო ახალკაცის მიმართ წარდგენილი ბრალდება — განზრახ მკვლელობის მცდელობისა და/ან მკვლელობის მუხლით (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19‑109-ე მუხლი), გულისხმობს დანაშაულს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილს — ორი ან მეტ პიროვნებაზე ორგანიზებულ თავდასხმას, რაც ითვალისწინებს — 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას. ლევან დარბაიძემ მაქსიმალური სასჯელი გამოიყენა.