არასრუწლოვნების გარჩევა თელავში - სამი გოგონა თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა

07.12.25 11:21
არასრუწლოვნების გარჩევა თელავში - სამი გოგონა თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდა

თელავის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სამი არასრულწლოვანი გოგონა თანატოლზე ძალადობაშია მხილებული. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, 12–13 წლის მოზარდები მეზობელი სოფლის სკოლაში მივიდნენ და იქაურ ერთ-ერთ მოსწავლეს მანამდე არსებული კონფლიქტის გამო ბოდიშის მოხდა მოსთხოვეს. უარის მიღების შემდეგ, გოგონები თანატოლს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი სიახლეები