ჯარისკაცმა, რომელმაც I ქვეითი ბრიგადა ოჯახის შექმნის მიზნით დატოვა, 1000 ლარით დააჯარიმეს

08.12.25 16:26
ჯარისკაცმა, რომელმაც I ქვეითი ბრიგადა ოჯახის შექმნის მიზნით დატოვა, 1000 ლარით დააჯარიმეს

1000 ლარით დააჯარიმეს ყოფილი ჯარისკაცი, რომელმაც I ქვეითი ბრიგადა დატოვა. თავდაცვის სამინისტრო მისთვის 3000-ლარიანი ჯარიმის დაკისრებას ითხოვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქართლი.ჯი ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, სასამართლო პროცესზე დადგინდა, რომ ჯარისკაცმა კონტრაქტი ოჯახის შექმნისა და მეურნეობის დაწყების მოტივით დაარღვია. მისი თქმით, აპირებდა დაოჯახებას, ოჯახს კი სჭირდებოდა შემოსავალი, რის გამოც საოჯახო მეურნეობის გაძღოლა გადაწყვიტა.

პროცესზე დადასტურდა, რომ რიგითი მართლაც დაოჯახდა, შვილიც შეეძინა, ხოლო მეურნეობის გასაზრდელად სახლი იპოთეკით დატვირთა.

„კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, შესაბამისად მისი შემცირება 1000 ლარამდე არის გამართლებული. სასამართლომ დამაჯერებლად მიიჩნია კონტრაქტის შეწყვეტის მოტივაცია - ოჯახის შექმნა და საოჯახო მეურნეობის გაძღოლა,“ — აღნიშნულია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

მსგავსი სიახლეები