მოვნახავთ გზებს, როგორ გავმართოთ პროტესტი - მომიტინგეების პასუხი "ოცნებას"
საბჭოთა კავშირში დაბრუნება - ასე აფასებენ სამოქალაქო აქტივისტები "ოცნების" მიერ შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ დაანონსებულ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ხალხის მოძრაობის ადგილას აქციის გასამართად სახელმწიფოს გაფრთხილება გახდება სავალდებულო.
მოვნახავთ გზებს, როგორ გავმართოთ პროტესტი - უთვლიან მომიტინგეები ივანიშვილის გუნდს.
გადაწყვიტეს, კანონი მიიღონ, თვითონ განსაზღვრონ, როდის ვუშლით რაღაც დაწესებულებებს ფუნქციონირებაში ხელს და სად გავმართოთ პროცესი. ეს სხვა არაფერია, თუ არა საბჭოთა კავშირში დაბრუნება. როდესაც ბოლშევიკები შემოვიდნენ 21 წელს, ასე აკრძალეს ყველანაირი დემონსტრაცია", - ამბობს სამოქალაქო ქატივისტი.
დღეს შემოტანილი რაღაც ინიციატივა, რომ თურმე თვითონ შემოგვისაზღვრავენ ადგილს, სად გავმართოთ პროტესტი, მახსენებს ერთ პერიოდს, როცა ასე ზუსტად საქართველსო პრეზიდენტის მომხრეეებს, აი ამ მეთოდებით ავიწროებდნენ, მერე ადგილს უსაზღვრავდნენ და მერე ეს ადგილიც აუკრძალეს. ჩვენ ვართ ახლა თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში. ასე რომ ეს მცდელობა არის უშედეგო. ჩვენ მოვნახავთ გზებს, როგორ გავმართოთ პროტესტი", - ამბობს თათია მექვაბიშვილი.
აქცია ვეღარ გაიმართება იქ, სადაც ხალხი ითხოვს - ივანიშვილის გუნდი შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ წესებს კვლავ ამკაცრებს.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები დაჩქარებული წესით შედის.
დგინდება, რომ ხალხის მოძრაობის ადგილას აქციის გასამართად სავალდებულო გახდება სახელმწიფოს გაფრთხილება. პროექტის თანახმად, თუ შეკრება-მანიფესტაცია საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას, მართლწესრიგს, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას, სატრანსპორტო საშუალებებისა და ხალხის გადაადგილებას, სახელმწიფო ორგანო უფლებამოსილი იქნება მანიფესტაციის მონაწილეებს მანიფესტაციის ჩატარების ალტერნატიული ადგილის, დროის ან სვლაგეზის შესახებ მითითება მისცეს. აღნიშნული მითითების შეუსრულებლობა პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.