ჩემს შვილს ვერ გატეხენ - ლევან ხაბეიშვილის დედა

09.12.25 17:18
ჩემს შვილს ვერ გატეხენ - ლევან ხაბეიშვილის დედა

 

 

ლევან ხაბეიშვილის დედა, მარიამ კოტრიკაძე ამბობს, რომ "ოცნებას" მისი შვილის  ფსიქოლოგიურად გატეხვა სურს, თუმცა არ გამოუვა.  

ლევანს ვერ გატეხენ - ამბობს "პირველებთან" დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერის მშობელი.

კოტრიკაძის თქმით, უსამართლობაა, როცა ადამიანები, ვინც მილიონობით მოიპარეს, გარეთ დადიან, ლევანი კი სიტყვის გამო არის დატყვევებული.

მე ვფიქრობ, უნდათ რომ ფსიქოლოგიურად გატეხონ. ლევანის გატეხვა ასეთი მარტივი არ არის, იმიტომ, რომ ლევანი არის ძალიან სუფთა ადამიანი. რასაც ლაპარაკობდა და რასაც მოქმედებდა, იმის უკან არაფერი არ იმალებოდა - როგორ უნდა გატეხონ? გატეხენ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე დანაშაული გაქვს ჩადენილი და ლევანი რითი უნდა გატეხონ. დიდ უსამართლობასთან გვაქვს საქმე. მილიონობით მოიპარეს, გარეთ დადიან, ლევანი სიტყვის გამო ჰყავთ დატყვევებული და ყველანაირი შეზღუდვები აქვს", - ამბობს ხაბეიშვილიის დედა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკისები - ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა პატიმრობაში დატოვა, საქმე კი, არსებით განხილვაზე გადავიდა.

ხაბეიშვილმა დღეს სასამართლო სხდომაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს მიმართა:

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.  

მსგავსი სიახლეები