ცნობილია, რისი აშენება იგეგმება ხანძრის შედეგად განადგურებული ე.წ. "ბორჯომის ბაზრობის" ადგილზე

10.12.25 17:13
ცნობილია, რისი აშენება იგეგმება ხანძრის შედეგად განადგურებული ე.წ. "ბორჯომის ბაზრობის" ადგილზე

ხანძრის შედეგად განადგურებული ე.წ. "ბორჯომის ბაზრობის" ნაცვლად ახალი სავაჭრო სივრცის აშენება იგეგმება -  ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა BMG ბაზრობის მფლობელ კომპანიაზე, GRDC Holding-ზე დაყრდნობით ავრცელებს. 

კომპანიის დირექტორის, ლევან ყარალაშვილის განცხადებით ახალი სავაჭრო სივრცის აშენებას 12 თვე დასჭირდება. კომპანია სამშენებლო ნებართვის მოლოდინშია. 

 “დამწვარი ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიისთვის მოვამზადეთ რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტში გვაქვს წარდგენილი. მათთან აქტიურად ვმუშაობთ. იმედს ვიტოვებთ, რომ მშენებლობის შესაბამისი ნებართვა უახლოეს პერიოდში გაიცემა, რის შემდეგაც დავიწყებთ რეკონსტრუქციას, აღვადგენთ და სამუშაო ადგილებს დავუბრუნებთ იმ 400-მდე დაზარალებულს, რომელიც იქ მუშაობდა.

დღეს მუშა პროცესში ვართ და იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მალე დავამთავრებთ ამ ფორმალურ ეტაპებს, უკვე გადავალთ აქტიურ მშენებლობაში.

სამშენებლო სამუშაოებს ვვარაუდობთ, რომ დაახლოებით 12 თვე დაგვჭირდება, იმიტომ რომ ეს იქნება ერთგვარი სენდვიჩ-პანელით გაკეთებული. თითქმის 15 მილიონი დოლარის ინვესტიციაზეა საუბარი. ხაზს გავუსვამ, ეს ჩვენი ჯგუფისთვის სტატუს-კვოს შენარჩუნების და იმ ვალდებულებების შესრულების ნაწილია, რაც დაზარალებულების და ქალაქის ხელმძღვანელობის წინაშე წინაშე ავიღეთ” - თქვა ყარალაშვილმა BMG-სთან.

მსგავსი სიახლეები