ექსპერტიზა არ ჩატარებია ჩანაწერს, რომელსაც 4 ოქტომბერს სამთავრობო მედიები ავრცელებდნენ
აუდიო ჩანაწერს, რომელიც 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდებოდა და რომელსაც სამთავრობო მედიები ავრცელებდნენ, ექსპერტიზა არ ჩატარებია. ამის შესახებ სასახლის ღობის საქმეში ჩართული უფლებადამცველები აცხადებენ.
აუდიო ჩანაწერი, რომლის გამოც ბაჩო ახალაია დაკითხვაზე იმყოფებოდა, საქმეში მოცემული არ არის. უფლებადამცველი, შოთა თუთბერიძის თქმით, მიზეზი ისაა, რომ ყვლამ იცის ჩანაწერი ხელოვნურად გენერირებულია.
არცერთი რაიმე ოპერატიული ღონისძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს რაიმე ორგანიზებას, რაიმე ძალადობას, რაიმე ტიპის კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას კანონში არ არის. პროპაგანდისტული მედიების მიერ გავრცელებული ჩანაწერიც კი, რომელზეც "ქართულმა ოცნებამ" ააგო მთელი რიგი შავი პროპაგანდა, სამარცხვინოდ სწორედ ამ პროპაგანდისტებისთვის, ესენიც კი საქმეში არ არის მოცემული იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ყველა ადამიანისთვის, მით უმეტეს ექსპერტიზის ჩატარების პირობებში, ფაქტი იყო, რომ ეს იყო ხელოვნურად გენერირებული კონტენტი და შინაარსი მისი იყო სრულიად ყალბი," - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.
პროკურორი, თამარ ბეჟუაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში ამ ეტაპზე აღნიშნულ ჩანაწერზე არ მსჯელობენ.
გამოძიება გრძელდება ამ მიმართულებით და დამატებით რა დეტალებიც გახდება ცნობილი თქვენ აუცილებლად გეცნობებათ. მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეში ამ ეტაპზე ამ საკითხზე არ ვმსჯელობთ, როგორც კი დამატებით რაიმე სახის სიახლე გვექნება ამას აუცილებლად თქვენც და საზოგადოებაც გაიგებთ.
დიახ [ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი], გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს, პასუხი როდესაც გვეცოდინება, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნები როდესაც იქნება მოპოვებული აუცილებლად შეგატყობინებთ," - თქვა თამარ ბეჟუაშვილმა.
ცნობისთვი, 4 ოქტომბერს თავდაპირველად პროსახელისუფლებო ტელეკომპანია “იმედმა”, ხოლო შემდეგ სხვა მედიასაშუალებებმა – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა; აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა; ნიუსჰაბმა; Ongo-მ; რეპორტიორმა; მხარემ; The Georgian Times-მა; საინფორმაციო სააგენტო Info 9-მ; დაიჯესტმა; Exclusive Media-მ, რეზონანსმა; ასევე, სხვა ფეისბუქ-გვერდებმა და ანგარიშებმა (1;2;3;4;5) გაავრცელეს აუდიოჩანაწერი, რომელშიც, მათი ინფორმაციით, ბაჩო ახალაიას და პაატა ბურჭულაძის საუბარია ასახული. მედიასაშუალებების ნაწილი აღნიშნავდა, რომ ჩანაწერის ავთენტიკურობა დადასტურებული არ არის.
მოგვიანებით, "მითების დეტექტორმა" დაწერა, რომ აუდიოჩანაწერი, რომელიც ახალიას სახელით გავრცელდა, ხელოვნური ინტელექტით (AI) არის გენერირებული.
- “მითების დეტექტორმა” აუდიოჩანაწერი ხელოვნური ინტელექტით გენერირებული აუდიოს ამომცნობი ორი ხელსაწყოს – Hiya-სა და Deepfake-O-Meter-ის დახმარებით გააანალიზა.
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებთ ბაჩო ახალაია კრიმინალური პოლციიის დეპარტამენტში დაკითხვაზე დაიბარეს და მისგან ხმის ნიმუში აიღეს.