მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

10.12.25 19:49
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ კვლავ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა

თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ვლადიმერ ხუჭუამ მისი განსახილველი რამდენიმე საქმის წარმოება კვლავ შეაჩერა და კონსტიტუციური წარდგინებებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ მან "ინტერპრესნიუსს" განუცახადა. 

მოსამართლე კვლავ ითხოვს: 

ვლადიმერ ხუჭუა ითხოვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ კონსტიტუციასთან შეუსაბამოდ ცნოს "ქართული ოცნების" პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი შემდეგი ცვლილებები

  1. სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისას ადმინისტრაციული პატიმრობის სავალდებულოდ შეფარდებას“;
  2. ასევე, მცენარე კანაფის ან მარიხუანის მცირე ოდენობით უკანონოდ შენახვისთვის სატრანსპორტო საშუალების მართვის და სხვა უფლებების 3 და 5 წლით სავალდებულოდ ჩამორთმევას.

შეგახსენებთ: 

  • მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა 2021 წლის ივნისიდან არის თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე წალკის მუნიციპალიტეტში. ეს ის ერთადერთი მოსამართლეა, რომელმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დააკმაყოფილა სარჩელი საარჩევნო უბნების ბათილად ცნობაზე. საქმე გაჟონილ ბიულეტენებს და ხმების ფარულობის დარღვევას ეხებოდა.

მსგავსი სიახლეები