აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარედ მსვლელობას მართავენ

10.12.25 22:44
აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარედ მსვლელობას მართავენ

აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარედ სხვადასხვა ქუჩაზე მსვლელობას მართავენ. 

მარშის დროს მოქალაქეები სკანდირებდნენ - "დამხობა რეჟიმს", მათ ხალხი მანქანებიდან და კორპუსებიდან სოლიდარობას უცხადებდა. 

ამ დროისთვის, ისინი მთავრობის კანცელარიასთან იმყოფებიან. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" პარლამენტმა დღეს "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებები მიიღო.  

ცვლილებების თანხმად, აქციის ჩასატარებლად შსს-დან ნებართვის აღება ხდება სავალდებულო. 

ამასთან, თუ შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილს და თვითონ შერჩეულ ადგილზე ჩაატარებენ აქციას მონაწილეებს 15, ხოლო ორგანიზატორებს 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრებათ.

მსგავსი სიახლეები