შსს: მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დავაკავეთ

11.12.25 10:40
შსს: მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვის ბრალდებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვისა და ხე-ტყის უკანონო დამზადების ბრალდებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

უწყების ცნობით, ხელვაჩაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ცვლის მეთაურმა - მ.ხ.-მ სოფელ ცეცხლაურში, ქარსაცავ ზოლში, უკანონოდ გაჩეხა და დაამზადა კრიპტომერიის ჯიშის ხე-მცენარე, რითაც გარემოს  მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვისა და ხე-ტყის უკანონო დამზადების ფაქტზე 1977 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ცვლის მეთაურმა - მ.ხ.-მ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ცეცხლაურში, ქარსაცავ ზოლში, უკანონოდ გაჩეხა და დაამზადა კრიპტომერიის ჯიშის ხე-მცენარე, რითაც გარემოს  მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.

სამართალდამცველებმა, უკანონოდ გაჩეხილი მერქნიანი მცენარისგან დამზადებული მასალა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს," - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები