"ანტისანიტარია გვჭამს" - დავით სტურუას წერილი ციხიდან

11.12.25 12:56
"ანტისანიტარია გვჭამს" - დავით სტურუას წერილი ციხიდან

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული დავით სტურუა ციხიდან წერილს ავრცელებს

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი ციხეში არსებულ პირობებზე საუბრობს. 

ანტისანიტარია - კროპეზი(?) გვჭამს!

პროდუქტი - ბაღაშვილების მარკეტში „ექსპრეს ქსელში“ შეტანილი პროდუქცია, განსაკუთრებით ხორცი ხშირად არის მომწამლავი, ან ვადაგასულია და დასტიკერებულია ცრუ ვადით და მეორე ვარიანტია შენახვის პირობებია დარღვეული.

ექიმი - საკანთან მოსული გაწვდის წამალს და გარბის, წესიერად არც გისმენს.
ანალიზები დროულად არ არის.

თანამესაკნე რომ დაიჭირეს, 2 თვის წინ იცოდნენ რომ ყბა გატეხილი ქონდა ქუჩაში ჩხუბის გამო. ეხლა შეუხორცდა და დღემდე არ მიუქცევიათ სათანადო ყურადღება. 

4 დღეა თვალის წამალი არ მაქვს.

საშინელი პირობებია, ვერ ვარ კარგად, არაა აქ საჩემო ადგილი, წიგნების კითხვით ვირთობ თავს. პოეზია მინდა ჯერჯერობით არ მაქვს..." - წერს დავით სტურუა. 

მსგავსი სიახლეები