ცნობილია სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე
სტრასბურგის სასამართლოს 20 ივნისის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა - საქმეზე "ცაავა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ (ჯამში 26 მომჩივანი)" ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლოს ზედა პალატამ გაიმეორა 2024 წელს კოლეგიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების თეზისები.
კერძოდ, დიდმა პალატამ 20-21 ივნისს დაზარალებული 26 მოქალაქის საქმეზე ერთხმად დაადგინა, რომ ყველა განმცხადებლის მიმართ დაირღვა წამების აკრძალვის მუხლის პროცედურული ნაწილი.
- სტრასბურგის სასამართლომ სახელმწიფოს 26 მომჩივნის მიმართ ჯამში 646 000 ევროს გადახდა დააკისრა.
ასევე სპეცრაზმის მიერ გამოყენებული საშუალებები არის პრობლემური, რამაც განაპირობა შეკრების და გამოხატვის თავისუფლებათა ნორმების შებოჭვა.
- ერთხმად დაადგინა, რომ ყველა განმცხადებლის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის მესამე - წამების აკრძალვის მუხლის პროცედურული ნაწილი.
რეზინის ტყვიები გამოყენებულ უნდა იყოს მხოლოდ კონკრეტული მიზნით და არა როგორც მასის კონტროლის ზოგადი საშუალება.
მათი გამოყენება უნდა განხორციელდეს იმგვარად, რომ მაქსიმალურად შემცირდეს მიზანში ამოღებული პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების რისკი.
ლითონის შემცველი ტყვიები მათი ბუნებრივი საფრთხეების და სერიოზული დაზიანების გაზრდილი ალბათობის გამო, არ უნდა იქნას გამოყენებული;
მათი გამოყენება უნდა სრულდებოდეს შესაბამისი წინასწარი გაფრთხილებით, გარდა შემთხვევებისა, როდესაც ასეთი გაფრთხილება აშკარად არარელევანტურია ან შეუძლებელია;
რეზინის ტყვიები გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ იმ სამართალდამცავი პირების მიერ, რომლებიც სათანადოდ არიან გაწვრთნილი და ინსტრუქციებით უზრუნველყოფილი, არა მხოლოდ იარაღის ტექნიკური მახასიათებლების, არამედ მისი გამოყენებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საფრთხეების შესახებაც;
ამ საშუალებების გამოყენება, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა ექვემდებარებოდეს მკაცრ ბრძანებებს და ცენტრალიზებულ კონტროლს.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, დიდმა პალატამ გამოყო რამდენიმე სისტემური ხარვეზი შიდა ნორმატიულ ჩარჩოში, რომლებმაც, როგორც ჩანს, გავლენა იქონია აქციის დაშლის პროცესზე. ამ მიზეზითაც, სასამართლომ დაადგინა კონვენციის 3-ე მუხლის არსებითი ნაწილის დარღვევა.
- ერთხმად დაადგინა, რომ მომჩივანთა მიმართ დაირღვა კონვენციის მე-10 - გამოხატვის თავისუფლების მუხლი.
- ერთხმად დადგინდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-11 მუხლი (შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება) და უარყოფს მთავრობის პრეტენზიას, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრები შეუთავსებელია ამ საჩივრების არსებით ნაწილთან.
დიდმა პალატამ ვერ იპოვა რაიმე მტკიცებულება, რომ დემონსტრაცია თავდაპირველად, ან მისი მსვლელობისას, არამშვიდობიანი მიზნებით იყო ჩაფიქრებული, ან რომ მონაწილეები, განსაკუთრებით კი მოსარჩელეები, რაიმე ფორმით ძალადობისთვის იყვნენ მომზადებულნი ან მასში მონაწილეობის განზრახვა ჰქონდათ.
ხელისუფლებას ჰქონდა რთული ამოცანა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის თვალსაზრისით, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტების ნაწილმა სცადა პარლამენტის შენობაში შეღწევა. თუმცა, თუნდაც ვივარაუდოთ, რომ ზოგიერთი მონაწილის განცხადებებმა შესაძლოა უარყოფითად იმოქმედა შემდგომ მოვლენებზე, ეს გარემოებები ცალ-ცალკე თუ ერთად ვერ გააუქმებდა რამდენიმე ათასიანი მშვიდობიანი დემონსტრანტის უფლებებს.
დიდი პალატის შეფასებით, იმ ვითარებაში, როდესაც მომიტინგეთა წინა რიგებში შეინიშნებოდა დაძაბულობა და ძალადობრივი ქცევა, შესაძლოა არსებობდა დაშლის გარკვეული საჭიროება, თუმცა, დაშლის განხორციელების ფორმა ვერ იქნა გამართლებული.
განსაკუთრებით - დასაშლელად შეკრებილებს არ მიეცათ არც განკარგულება, არც წინასწარი, მკაფიო და გასაგონი გაფრთხილება რეზინის ტყვიების მოსალოდნელი გამოყენების შესახებ, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გამოყენებული იყო გაუმართლებლად დიდი ძალა, რომელმაც ყველას მიაყენა ფიზიკური დაზიანება.
როგორც საიას თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ადამიანებსაც დაეხმარება, ვინც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის აქციებზე დაზარალდნენ.
- დაზარალებულთა უფლებებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სწორედ საია და EHRAC იცავდა.
ადამიანის უფლებათა ევროპულის სასამართლოს დიდმა პალატამ ყველა არსებით საკითხთან დაკავშირებით მომჩივნების სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა. დადგინა, რომ დაირღვა კონვენციით გარანტირებული უფლებები. ისეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გაუსვა ხაზი, როგორიცაა სპეციალური საშუალებების - რეზინის ტყვიების გამოყენების ის პრაქტიკა, რომელი იყო სახეზე და თქვა, რომ ასეთი პრაქტიკა და საკანონმდებლო რეგულაციების ნაკლოვანებები იყო მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. ეს არა მარტო მომჩივნებთან მიმართებით არის მნიშვნელოვანი პრეცედენტი, ეს ასევე ქვეყნისთვისაც არის მნიშველოვანი, განსაკუთრებით შეკრება მანიფესტაციების უფლების დაცვის თვალსაზრისით და მნიშვნელოვანია, რომ დიდი პალატის ეს გადაწყვეტილება აღსრულდეს სრულად", - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.
2019 წლის 20 - 21 ივნისს, ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ზეპირი მოსმენით მიმდინარე წლის 26 თებერვალს განიხილა.
შეგახსენებთ, რომ მომჩივნებს შორის არიან ჟურნალისტებიც, მათ შორის თამარ ბაღაშვილი, რომელსაც რეზინის ტყვიის მოხვედრის შემდეგ მარცხენა მხრის დაზიანება ჰქონდა.
- დიდი პალატის სრული გადაწყვეტილება სასამართლოს გვერდზე დღის მანძილზე გამოქვეყნდება. მის მიერ დადგენილი სტანდარტები ვრცელდება ევროსაბჭოს წევრ 46-ვე სახელმწიფოზე.