სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა 14-მა პირმა მოსამართლეს ევა შაშიაშვილის გათავისუფლება სთხოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული 15 პირის სასამართლო პროცესი დაიწყო. საქმეს მოსამართლე გიორგი გელაშვილი უძღვება.
პროცესის დაწყების დროს სინდისის 14 პატიმარი ფეხზე ადგა და მოსამართლეს ერთხმად სთხოვა ევა შაშიაშვილი გაათავისუფლოს.
- ევა შაშიაშვილი მძიმე დიაგნოზის მქონე შშმ პირის დედაა. მისი შვილი ახლა ფსიქიატრიულ დაწესებულებაშია, მას რამდენიმე დღეში გამოუშვებენ. შშმ პირს დედის გარდა არავინ ჰყავს.
ცუდად ვარ ვერც ვლაპარაკობ ჩემი დაპატიმრება გამოიწვევს ჯერ ჩემი ქალიშვილის გარდაცვალებას და მერე ციხეში ჩემ გარდაცვალებას," - მიმართა ევა შაშიაშვილმა სასამართლოს.
განახლება:
სასამართლო პროცესი დასრულდა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ევა შაშიაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა.
საქმის პროკურორის განცხადებით, თუ მომდევნო სხდომებზე ბრალდებულები აღიარებენ დანაშაულს და უდავოდ ცნობენ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, შესაძლოა ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდნენ.
[ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება]