"მაინც დაუდგებათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა" - ბაჩო ქაჯაია

11.12.25 17:49
"მაინც დაუდგებათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა" - ბაჩო ქაჯაია

"იმ ადამიანებს, ვინც უკანონო ქმედებას ჩადიან, მაინც დაუდგებათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა" - ამის შესახებ მსახიობმა, ბაჩო ქაჯაიამ განაცხადა. 

  • ადვოკატის, თორნიკე მიგინეიშვილის ცნობით, მსახიობის საჩივარი, დღეს სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში მიიღო. 

ბაჩო ქაჯაია აღნიშნავს, რომ არ იცის სამართლის აღსრულებას რა დრო დასჭირდება, მაგრამ როდესაც "ღირსებას გილახავენ, უნდა დაიბრუნო შენ ის ღირსება". 

იმედი, რომელიც გვქონდა, რომ ჩვენ ვიპოვით სამართალს აუცილებლად აღსრულდება, დარწმუნებული ვარ. არ ვიცი როდის და რა დრო დასჭირდება ამ ყველაფერს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა იმიტომ, რომ როდესაც ღირსებას გილახავენ, გილახავენ იმით, რომ თეთრზე გეუბნებიან შავს, ამას დრო და სივრცე არ გააჩნია, როცა არ უნდა იყოს, როდესაც არ უნდა იყოს უნდა დაიბრუნო შენ ის ღირსება. 

აქვე ეს ფაქტი ჩემთვის კიდევ ამბობს ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს - მე არ შემძლია, როგორც ადამიანმა იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონო ქმედებას ჩადიან, ასე ვთქვათ ადამიანურად არ ვურჩიო, რომ თუ დღეს ისინი რეჟიმის პირობებში თითქოსდა ვერ იღებენ სასჯელს, ერთია რომ სამყაროსგან აუცილებლად მიიღებენ, რომელიც ჩემი განსასჯელი არ არის, მაგრამ ის, რომ ადრე თუ გვიან მაინც დაუდგებათ სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ამის გააზრებას, ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მათი მხრიდან. 

ასე, რომ მითუმეტეს დღევანდელ ციფრულ სამყაროში, ყველა ცრუ მოწმე ვიცით ვინ არის, ყველა მოსამართლე უკანონო განაჩენის გამომტანი, რეჟიმზე აღარ ვლაპარაკობ საერთოდ, ასე რომ სიმართლე არ დაიმალება და ძალაც სიმართლეშია, ჩემი აზრით," - განაცხადა ბაჩო ქაჯაიამ. 

მსგავსი სიახლეები