დიდ დიღომში 29 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

11.12.25 20:01
დიდ დიღომში 29 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს

დიდ დიღომში 29 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს - ინფორმაციას "ქართლის ამბები" ავრცელებს. ირკვევა, რომ კაცი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილიდან იყო და მას სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ ახლობლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული. ახლობლები მკვლელობის ვერსიაზე საუბრობენ, თუმცა უწყება დეტალებს ამ ეტაპზე არ აზუსტებს.
 

მსგავსი სიახლეები