"პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი

11.12.25 20:47
"პირველების" ინფორმაციით, დაკავებულია დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი

"პირველების" ინფორმაციით, ცნობილი დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი დააკავეს - სულიკაშვილს განსაკუთრებულით დიდი ოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან.

ამის შესახებ ინფორმაცია "პირველებს" საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს.

როგორც "ტვ პირველს"  სულიკაშვილის გარემოცვიდან ეუბნებიან, ცნობილ დიზაინერს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით, ორთვიანი პატიმრობა დღეს შეუფარდა. საქმე მოსართლე ფიქრია სიქსტურაშვილმა განიხილა. 

დიზაინერს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას გულისხმობს.

 

 

მსგავსი სიახლეები